“ბათუმი 60 პროცენტზე უკვე გავიდა, თბილისი უახლოვდება, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტია აცრილი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, კოროავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე ნაკლებია თბილისსა და აჭარაში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ეს აცრების მაჩვენებელს უკავშირდება. ამირა გამყრელიძის თქმით, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე აცრილია,  ხოლო თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 54 პროცენტს აღწევს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში აცრების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია.

„ჩვენ ორი თვის განმავლობაში დაახლოებით კიდევ ერთი იმდენი თუ აიცრება, რამდენიც დღეს აცრილია, გავალთ იმ მაჩვენებელზე, რაზეც ბათუმი გავიდა. ბათუმმა უკვე 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწია. ის, რაც ჩვენ წელს გვქონდა მოზრდილი მოსახლეობის სამიზნე, სამოც პროცენტზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60 პროცენტზე, თბილისი უახლოვდება. თბილისში ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში მაჩვენებელი 30 პროცენტის ფარგლებშია, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა, სადაც აცრების მაჩვენებელი 37 პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები