,,ძლიერ ქარიშხალს თან ახლავს შტორმი”- კანადას პოსტ-ტროპიკული ციკლონი ”ლი” მიუახლოვდა

პოსტ-ტროპიკული ციკლონი ”ლი”, რომლის სიჩქარე 110 კილომეტრ/საათია,   კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა.

ის პირველი კატეგორიის ქარიშხლიდან  პოსტ-ტროპიკულ ციკლონამდე გადაკვალიფიცირდა და  სიძლიერის შემცირების მიუხედავად, მაინც დამანგრეველია.

„მიუხედავად იმისა, რომ ლი ქარიშხალიდან ძლიერ პოსტტროპიკულ ციკლონზე გადაკვალიფიცირდა, ჩვენი შეშფოთება მის საფრთხის შესახებ უცვლელია. სინამდვილეში, ლი მოვიდა უფრო სწრაფად და ოდნავ უფრო დიდი ინტენსივობით, ვიდრე მოსალოდნელი იყო,”- განაცხადა  ნიუ-ბრუნსვიკის საგანგებო ღონისძიებების ორგანიზაციის დირექტორმა.

ძლიერ ქარიშხალს თან ახლავს შტორმი, რომელმაც დააზიანა მაგისტრალები. კანადის გარემოს დაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან შტორმის ტალღებმა შესაძლოა 4-დან 6 მეტრამდე მიაღწიოს.

მსგავსი თემები