დიდი ბრიტანეთი ამერიკული ბულის ჯიშის ძაღლების აკრძალვას გეგმავს

ამერიკული ბულის ჯიშის ძაღლები უნდა აიკრძალოს – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მისი თქმით,  ძაღლები “საშიშროებაა  საზოგადოებისთვის” და წლის ბოლომდე აიკრძალება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიესალმა აკრძალვას, ზოგიერთმა მფლობელის თქმით, ჯიშის სპეციფიკური აკრძალვა არ იმუშავებს.

”აშკარაა, ეს არ ეხება ცუდად გაწვრთნილ ძაღლებს – ეს არის ქცევის ნიმუში და ეს არ შეიძლება გაგრძელდეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკული ბულის ჯიშის აკრძალვის მისი გეგმა ხუთშაბათს თავდასხმას მოჰყვა, რამაც 52 წლის პრაისის სიკვდილი გამოიწვია. ცნობისთვის, მამაკაცს სახელად იან პრაისს, ხუთშაბათს უოლსოლთან ახლოს ორმა ძაღლი დაესხა თავს და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ითვალისწინება შეზღუდვა.

მსგავსი თემები