„ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით  ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ისინი მავნებლები არიან.  

„ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“?!, „ბედოვლათებს“?! (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით. ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება“ – ამბობს ინფექციონისტი და იმ ყვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც მკაცრი შეზღუდვები არსებობს.  

„იგივე, გერმანიასა და ავსტრიაში არასაკმარისად თვლიან ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ტარებას და ითხოვენ მაღალი უსაფრთხოების ე.წ. N95 პირბადის (რესპირატორის) ტარებას. საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე.

დიდ ბრიტანეთში მესამედ გამოცხადდა უმკაცრესი ლოქდაუნი და მოქალაქეებს არა აქვთ სახლიდან საშვის გარეშე გამოსვლის უფლება. ესპანეთში გამოცხადებულია კომენდანტის საათი ა.წ. მაისამდე და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში და მარკეტში წასასვლელად. ბელგიაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრობა და არაუმეტეს 4 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში. ირლანდიაში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 5 კილომეტრით მეტით. საერთოდ აკრძალულია სტუმრის მიღება სახლში, ქორწილზე დასაშვებია არაუმეტეს 6, ხოლო დაკრძალვაზე არაუმეტეს 10 ადამიანის დასწრება. ისრაელში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 1000 მეტრით და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ეს მართლა „მავნებლები“, რაიმე მსგავსი საქართველოში რომ ხდებოდეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები