“ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში” – ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტის შენობასთან.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია. თებერვალი დადგა, ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები, თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი არჩევნებია. არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან ელოდებიან პასუხს შეთავაზებაზე.

„კონსულტაციების რეჟიმში ვართ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ოპოზიციასთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. დღეს ვერანაირ დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, გაგრძელდება კონსულტაციები. გვაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ კონკრეტულ მოდელთან მიმართებაში. ვფიქრობ, ინტერესები გადაიკვეთება ერთმანეთში და ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონსენსუსური, თუ არადა ჩატარდება არჩევნები იმ მოდელით, როგორიც არის“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეისთვის პიკეტირების პროცესი დასრულებულია, თუმცა პროტესტი გაგრძელდება.

მსგავსი თემები