„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და აქციის სხვა ორგანიზატორები ითხოვდნენ, პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეშვა მანქანა, რომელიც დატვირთული იყო ქვიშითა და შეშით.
პოლიცია მომიტინგეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე შეშის შეტანა შეუძლიათ, მაგრამ ქვიშის – არა. გიგი უგულავას განმარტებით კი, გაუგებარია, რა საფრთხეს ხედავს ქვიშის შეტანაში პოლიცია.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების ხელით შეტანას ეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
საბოლოოდ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ტომრების ხელით მიტანის საშუალება მისცეს.