ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო სააგენტო ,,ლიმონის” დამფუძნებლს, ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე, ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი.

,,არ მივიჩნევთ, რომ ეს პოლიციელზე თავდასხმაა, კადრებიც არსებობს, რომ მხოლოდ თავდაცვა ხდებოდა, პოლიციელები, ნიღბიანი პირები უფრო სწორად ძალადობდნენ ადამიანებზე და იგი ცდილობდა როგორც თავის თავის დაცვას, ასევე სხვა ადამიანების დაცვას. ედავებიან, რომ მოხდა შეძენა-შენახვა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების”, – ამბობს ადვოკატი.

მსგავსი თემები