თბილისსა და რეგიონებში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მსვლელობები იმართება

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობები იმართება.

ამ წუთებში სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის ტაძარში იკრიბება, სადაც ერთ საათში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემეუფე შიო პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც სამების ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის ბოლოს, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

დედაქალაქთან ერთად, მსვლელობები მოეწყობა მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში.

მთავრობის დადგენილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

მსგავსი თემები