„ზურაბიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს სააკაშვილი” – ხოშტარია აქციაზე მივიდა

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან მივიდა და მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.

ხოშტარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს – ან იქით, ან აქეთ. მან უნდა  აიღოს პასუხისმგებლობა.
თუ ის ვერ ბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, მაშინ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. თუ ეს მას შეუძლია, ეს იქნება ყვეა მხრივ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტისგან ყველა მოქმედებას ველოდებით”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

მსგავსი თემები