გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაციის შუამდგომლობით გამოძიებას მიმართავენ

დღეს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაციის შუამდგომლობით გამოძიებას მიმართავენ. ადვოკატებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა ახალციხის საავადმყოფოს შესაბამისი ტექნიკა და პრეპარატები ახალგაზრდა მედდისთვის დროულად აღმოეჩინა დახმარება.

ადვოკატები  საქმის არაეფექტურად მიმდინარეობაზეც საუბრობენ და სისხლის სამართლის საქმეში არაერთ გარემოებას საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგაც მათ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. 

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები