ჭყონდიდის მეუფე გრიგოლ კაცია მეუფე სტეფანემ შეცვალა

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მმართველი შეიცვალა. ეპარქიას გრიგოლ კაციას ნაცვლად  მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. მეუფე სტეფანე, ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო.

რაც შეეხება გრიგოლ კაციას, ის ისეც  თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდება.

“საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

მსგავსი თემები