,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება”- ვალერი ზალუჟნი

,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. ამჟამად ფრონტზე ვითარება არ ჯდება არც რუსების მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგის და არც 21-ე საუკუნის სხვა ომების ჩარჩოებში” –  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენერალ მიხაილო ზაბროდსკის სტატიაშია ნათქვამი.

ზალუჟნისა და ზაბროდსკის განცხადებით, რუსებს აქვთ გარკვეული ოპერატიული პერსპექტივები იზიუმისა და ბახმუტის მიმართულებით. ასეთი ქმედებების საბოლოო მიზანი კი შესაძლოა, დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაცია იყოს,

სტატიაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყოვლისმომცველი მიდგომა საარტილერიო, სარაკეტო, ტაქტიკური ავიაციისა და უკრაინის საზღვაო ძალებისა და მათი ძალაუფლების სხვა კომპონენტების ხელახალი აღჭურვისთვის.

მსგავსი თემები