თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 500-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, კიდევ ათობით შენობა დაზიანდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 550 ადამიანი, მათგან 11 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

კრიზისების მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობების ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება 30 მოქალაქის სამძებრო ოპერაცია.

მათივე თქმით, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც მოჰყვა 97 განმეორებითი ბიძგი.

სტიქიური ზონაში მუშაობენ მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები