,,ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის”- გვარამია პრეზიდენტზე

”მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გათავისუფლებას არ ელოდა. მისი თქმით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნისთვის მიიღო.

,,პირველი შთაბეჭდილება – გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი პრინციპში, თებერვალ-მარტში , როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც, რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი. მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მსგავსი თემები