,,ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია. მისი თქმით,  შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა ყველა საჭირო ზომისა მიღება და  ყველა შესაძლო რისკის შესახებ ხალხის ინფორმირება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია და ვინც თვალს ხუჭავს რუსეთის მიერ ასეთი ობიექტის ოკუპაციაზე, რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისა და ობიექტების დაკავებაზე, რეალურად ხელს უწყობს არა მხოლოდ რუსეთის ამ ბოროტებას, არამედ, ზოგადად, ტერორს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა და საშუალება მივმართოთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისა და გავლენის მოხდენისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები