,,სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”- დიდი ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

,,მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – წერს კლეიტონი.

 

მსგავსი თემები