,,ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ, პირდაპირ კიდურების ამპუტაცია უტარდებათ”- ,,აზოვის” პოლკის სამხედრო

ოკუპანტები ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიას უწყვეტ რეჟიმში ბომბავენ.  ქარხნის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი დაჭრილი იმყოფება, მათ არ აქვთ საჭირო მედიკამენტები და ამიტომ, გადასარჩენად კიდურების ამპუტაცია უწევთ.

,,ოკუპანტებმა თავშესაფარში მოწყობილი მეორე ჰოსპიტალიც გაანადგურეს, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ, პირდაპირ კიდურების ამპუტაცია უტარდებათ ან კვდებიან. ეს ტანჯვაა, საშინელებაა. ისინი ახლა ნესტიან სარდაფებში იმყოფებიან, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ევაკუაცია აზოვსტალიდან“, – აღნიშნავს “აზოვის” ბატალიონის ყოფილი მეთაური.

მსგავსი თემები