,,რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ქალაქი ლიმანი დაიკავა”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინამ  ქალაქი ლიმანი დაკარგა.

„დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი. რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ის დაიკავა. ის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის არმიამ ეს ქალაქი, მიუთითებს, რომ რუსებს ჰყავთ ნიჭიერი მეთაურები, რომლებმაც სწორად დაგეგმეს ოპერაცია. და ეს მიუთითებს რუსეთის არმიის ოპერატიული მართვისა და ტაქტიკური ცოდნის დონის ამაღლებაზე“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები