„კიევი ისევ დგას… ვაგრძელებთ დახმარებას“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი უწყვეტი იქნება.  „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“ – ასეთია ბაიდენის მთავარი გზავნილი.

„2 თვე მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო. კიევი კვლავ დგას, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან.  ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დასაცავად“, – აცხადებს ბაიდენი.

აღნიშნულის დასტურია იცი, რომ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში იმყოფებიან.

ამერიკა უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს – სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა 

მსგავსი თემები