უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ რუსეთის გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – რუსული მედია

სმოლენსკის რაიონში წუხელ, უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ სადგურს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეგრამ არც Shot-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მესამე სახელოსნოს ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, რასაც ხანძარი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან,  აფეთქება მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში პოჩინკოვსკის რაიონში. სადაც დაზიანდა ხანძარსაწინააღმდეგო წყლის კონტეინერი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები