მტერმა ღამით კიევს 15 რაკეტით და 18 უპილოტო აპარატით შეუტია – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2 ივნისის ღამეს რუსებმა კიევს 15 საკრუიზო რაკეტით და 18 შაჰედით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი მტრის ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურა.

,,ამ ღამეს მტერმა დარტყმისთვის გამოიყენა 15 საკრუიზო რაკეტა (დაზუსტებული ტიპი) და 18 შაჰედი ირანის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი – ყველა ეს საჰაერო სამიზნე გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა. ინფორმაცია ზუსტდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ თქვა, რომ 2 ივნისის ღამეს, კიევისა და დედაქალაქის მიმდებარე საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვამ აღმოაჩინა და გაანადგურა სხვადასხვა ტიპის 30-ზე მეტი საჰაერო სამიზნე.

მსგავსი თემები