,,ძლიერ სიგნალს ვუგზავნით პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- სუნაკი

,,ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

„გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც“, – განაცადა სუნაკმა.

 

მსგავსი თემები