,,არ გავრისკავ, ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია ვუწოდო, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს” – შენდეროვიჩი

რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც საქართველოში არ შემუშვეს წერს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ  არ გარისკავს უწოდოს ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინცია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, მწერალს თბილისსა და ბათუმში კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი.

,,საქართველოში არ შემიშვეს. თბილისში და ბათუმში კონცერტები არ იქნება. ათობით მეგობარი, ასობით მაყურებელი, თერაპიული სიცილი, ხუთი ფუნტი ურთიერთსიყვარული, ასი ჩაწერილი წიგნი და ჩემი გასტრონომიული ბედნიერების კვირა – ეს არ მოხდება. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვა საქართველო ჩემგან, კარგად.
ჯერ ჩემგან არა…

არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია?… 2006 წელს, სამარცხვინო ანტიქართული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, მე, ასობით სხვა მოსკოველთან ერთად, პუშკინის მოედანზე საპროტესტო აქციაზე მივედი მკერდზე სამკერდე ნიშნით – “მე ვარ ქართველი”. როგორც უკვე ირკვევა ჩემი დეპორტაციის შემდეგ (თბილისიდან), ჯერ კიდევ არ ვარ საკმარისად ქართველი. სასაცილო გამოვიდა.”, – წერს შენდეროვიჩი.

 

რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

მსგავსი თემები