კორონავირუსის ვაქცინა ექიმების 80%-ისთვის სავალდებულო იქნება – კიდევ ვინ აიცრება უფასოდ?!

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან დიდ ბრიტანეთში დაიწყო კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ამერიკული და გერმანული ვაქცინა და დღეს არა მხოლოდ ექიმები, უამრავი მოხალისე ჩართულია დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესში. იგეგმება, რომ მომდევო 2-3- თვის განმავლობაში 20 მილიონამდე მოქალაქე აიცრას“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენიმე დღეში იქნება ჩამონათვალი, თუ ვინ აიცრება საქართველოში უფასოდ.   

„ბრიტანეთში სტადიონები, დახურული სივრცეები, ყველა შესაძლო დაწესებულება გამოიყენება ამ პროცესისთვის, რადგან ამხელა პროცესს ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულება გაუძლებს. ასევე, იგეგმება ამ ვაქცინაზე თანხმობის გაცემა აშშ-ში და მეორე ვაქცინა „მოდერნა“ ამერიკული კომპანიის ვაქცინა 17 დეკემბრისთვის ნებადართული იქნება. დეკემბერი ამ მხრივ გამორჩეულია და დეკემბერში მსოფლიოს მინიმუმ 2 ქვეყანა დაიწყებს ვაქცინის გამოყენებას. დღეს ჩვენ გვაქვს 2 სახის ვაქცინა. გრიპის საწინააღმეგო ვაქცინა არასდროს ყოფილა 90%-იანი ეფექტურობის. ამ შემთხვევაში კი  ერთი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, მეორე კი 94,1%-ით“ – განაცხადა ვანო ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში განსაზღვრულია 2 მილიარდი დოზა ვაქცინის განაწილება, მათ შორის მოხვდება საქართველო.  

„რაც შეეხება საქართველოს, განაცხადი გაკეთებულია და ველოდებით მილიონ 400 00 დოზა ვაქცინას. პირველ ეტაპზე, ის 700 000 ადამიანს შეეხება. ახლა, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, განისაზღვროს პრიორიტეტული ჯგუფები, ვის უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. მალე გვექნება ჩამონათვალი, ვინ გაიკეთებს ამ ვაქცინას პირველ რიგში. ის სავალდებულო იქნება ექიმების, სამედიცინო პერსონალის მინიმუმ 80%-ისთვის. ეს არის ერთ-ერთი სამიზნე“ – განაცხადა ვანო ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები