,,ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს, ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”- ირაკლი კობახიძე

  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს და ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. „ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე, უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს … ვრცლად ,,ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს, ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”- ირაკლი კობახიძე