,,ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, ახლა ისევ რეალურია”- ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა თუ მრავალი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ახლა ეს საფრთხე რეალურია.

„უკრაინის კონფლიქტის შედეგები, რამაც გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვია, სცდება უკრაინის საზღვრებს. თავდასხმის ქვეშ მოხვდა საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და თავშესაფრები. 12 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ალყაში მოქცეულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ჩარჩენილი. ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ რეალურია. მსოფლიოში მკვეთრად იზრდება საკვების, საწვავის და სასუქების ფასები. მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია. ეს ყველაფერი საფუძველს უყრის პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობას მთელს მსოფლიოში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენით,“- აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

მსგავსი თემები