„გეთქვა, ნეკ, აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცეებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი“ – დოროყაშვილი

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.

სასამართლოზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ, საქმის მასალებიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგინა:

ნელი დოროყაშვილი: ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად შენ თუ გინდოდა, რომ ჰოლივუდში გვეცხოვრა გეთქვა, ნეკ, ჩვენ ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი…

ნიკოლოზ ბასილაშვილიშენ ხომ გაქვს შენი მოსაზრება, მეც მაქვს ჩემი მოსაზრება.

ნელი დოროყაშვილი: შენ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა, ნეკა, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ როგორც ბრეტ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ბევრი ცნობილი ადამიანები არიან, ერთობიან და მერე რიგდებიან, რაღაც მომენტში მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ უნდა გეთქვა.

ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

მსგავსი თემები