ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“​-ში გოლი სადებიუტო მატჩშივე გაიტანა

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.  ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ნაპოლი“ „ვერონა“-ს დაუპირისპირდა, სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა და მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა. საბოლოოდ ,,ნაპოლიმ” „ვერონა“-ს 5:2 მოუგო.

მეტი...

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა. დღეს ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.  „პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს, ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული…

მეტი...

,,არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს”- ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინას განცხადებით, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როდესაც რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს. ფინეთის პრემიერმა  აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური შენგენის ან ევროკავშირის სავიზო აკრძალვა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის. „ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, – აღნიშნა ფინეთის პრემიერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს – (mcm.ge)

მეტი...

ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც მივიღებთ, არ უნდა გაართულოს რუსეთის მთავრობისა და დიქტატურისგან გაქცევა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

,,რუს სამხედროებს მუდამ მოჰქონდათ თავისუფლება სხვა ხალხებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

„ჩვენ ვაფასებთ, რომ რუსეთს სხვადასხვა კონტინენტზე ბევრი მოკავშირე, პარტნიორი, თანამოაზრე ჰყავს. ეს ქვეყნები არ ემორჩილებიან ე.წ. ჰეგემონს და ამ ქვეყნების ლიდერები ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს ავლენენ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, რუსი  სამხედროები ყოველთვის სანდოდ იდგნენ სამშობლოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე და თავისუფლება მოჰქონდათ სხვა ხალხებისთვის. „ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ასრულებენ ყველა ამოცანას, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასს“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით, 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა განკარგულება საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ. ორივე განკარგულება უკრაინის უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  12 აგვისტოს წარუდგინა. საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.

მეტი...

,,რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსი ხალხი ამაყობს თავისი არმიით და საზღვაო ფლოტით” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატრიოტთა არმია-2022-ის ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით,  რუსი სამხედროები  ყოველთვის საიმედოდ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტსა და  ,,თავისუფლება მოუტანეს სხვა ხალხებს”. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

პროკურატურამ გურჯაანის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოფელ არაშენდაში შურისძიების მოტივით სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პირს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, მ.ჩ.-მ შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა  ლ.ი.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ.ი.  საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული  იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით   ( განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც…

მეტი...

,,ყველა საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს“- ოთარ შამუგია

შარშან გვქონდა რეკორდული, 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას თითქმის ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს მოსავალი იქნება რეკორდული – დაახლოებით, 300 000 ტონა. მისივე თქმით, შარშან, ქვეყენაში, დაახლოებით, 240 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. ​„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარება და მასზე ზრუნვა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ ამ კუთხით, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ქართული ღვინის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე, ასევე, ღვინის ხარისხზე ზრუნვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღვინო მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი…

მეტი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ცხრა წელიწადზე მეტია, ახორციელებს. „პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტში არაერთი ცვლილება განხორციელდა დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება…

მეტი...

,,ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში. „ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია“, –…

მეტი...

,,პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა განახევრებულია”- ლაშა ხუციშვილი

,,პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია,”- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიშები, რომელიც ამ მიმართულებით გამოითქვა. „პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უპრეცედენტო ზრდაზე, უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას. რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც ბუნებრივია, შესადარისია. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ. ვერ შევადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ პანდემიამდე პერიოდს და თუ…

მეტი...

,,შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა”- პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის…

მეტი...

,,მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება”- ლაშა ხუციშვილი

,,გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ფასის შემცირება დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება. „საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას, ფასის შემცირების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 10-თეთრიანი კორექტირება. მოლოდინი არის, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება აღნიშნული კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების…

მეტი...

,,მელია რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით, როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს”- ანრი ოხანაშვილი

,,მელია რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით, როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს – პოლიტიკური პლაგიატია, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას ჩვენთან მიმართებით ამბობენ, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას განცხადებებს. ოხანაშვილის თქმით, ეს ადამიანები უნდა იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ პარლამენტი და საზოგადოება გადაწყვეტს, პოლიტიკურად საკანონმდებლო დონეზე მომდევნო არჩევნებზე შემდგომ კონფიგურაციას. „ამ ადამიანების სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ცალსახაა. რაც მითხრეს მელიას ბრიფინგზე, რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით – როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს. ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც “ქართული ოცნებაა” წარმოდგენილი და მათი…

მეტი...

,,საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი კორიდორის მიმართულებით უფრო მეტი ტვირთი მოიმართა და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობამაც მოიმატა. „მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები და პირველი ნახევრის რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა რკინიგზამ 6 თვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკორდული მაჩვენებელი. აქაც გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგებაზეც გითხარით უკვე, მთლიანად საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 311 მილიონი ლარი შეადგინა…

მეტი...

სოფელ გომთან, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, მგზავრებმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

პროკურატურამ დაბა გომისმთაზე სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების 5 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოავლინა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ მიწის ნაკვეთებს. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით. დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს…

მეტი...

,,სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დამავმტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. „ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ქობულეთში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის  გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

მეტი...

,,2012 წლამდე, ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და ყურძნის არ ჩაბარებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ძალიან მალე დაიწყება რთველი. ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობა ეს არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას. „სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ…

მეტი...

,,წელსაც მოვახდენთ სუბსიდირებას, 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ახლა, რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს  მევენახეებს. „პროცესში ჩაერთვება  300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300…

მეტი...

,,საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ,  რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის პირადად აკვირდება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რათა დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება. „ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. დღეს…

მეტი...

,,ახლო კონტაქტის გარეშე ,,მაიმუნის ყვავილი” არ ვრცელდება”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში” 

,,მაიმუნის ყვავილი” არ არის საუბრით ან სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება გახდეს ,,მაიმუნის ყვავილი” პანდემიის წყარო,”-   ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, ახლო კონტაქტის გარეშე ,,მაიმუნის ყვავილი” არ ვრცელდება, შესაბამისად ვირუსის გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომავალი პანდემიის საშიშროება ნაკლებადაა. ,,ბოლო კვირის განმავლობაში ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ორი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილი” აღიარა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობის ვირუსად და შესაბამისად მას, ერთი რანგით მაღალი კლასიფიკაცია მიენიჭა.…

მეტი...

,,ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა…

მეტი...

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან. კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. მოქალაქეებს ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაეთიშებათ. ქვეყანაში ენერგიის  გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატსაათ ელექტროენერგიას იღებს, მომხმარებლებისთვის კი საჭიროა 800.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალების ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ჩვენი ვალია გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“- ელენე ხოშტარია

,,ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია,”- ამის შესახებ პარტია “ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანგარიშის თანახმად, არა თუ პროგრესი, არამედ ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები, როგორც შიდა ასევე გარე პოლიტიკაზე. ,,ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რამე გააკეთონ, იმიტომ რომ ეს წერტილი ამოწურულია. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ის თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ახლა ჩვენი…

მეტი...

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. განსახორციელებელი ცვლილებების ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის და აღნიშნული პროექტი პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი. ღონისძიება გახსნეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა…

მეტი...

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში  ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით,  2022 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რიცხვი თითქმის 200%-ით გაიზარდა. „2022 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 81.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი…

მეტი...

,,რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა”- ნიკა მელია

,,რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარაა პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია უნდა! – რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 პუნქტს. ,,რას აკეთებს უსამშობლო მთავრობა, თავს ესხმის ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვინმეს სჯერა რომ რუსული ოცნება, რომელსაც ერთი სული აქვს ლომჯარია თავიდან მოიშოროს, ახალ…

მეტი...

,,სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს”- ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მისივე თქმით, აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც ხუთ თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კერძოდ, ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება…

მეტი...

,,კორონავირუსი არსად გაქრება”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,კორონავირუსი არსად გაქრება, ის დარჩება მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, კორონავირუსი დარჩება მოცირკულირე და სეზონურ ვირუსად, რომელთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს. ,,საუბარი იმაზე, რომ კორონვირუსის პანდემია დასრულდა და, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე შეგვიძლია კონტაქტი, მოძრაობა და გადაადგილება არასწორია. ინფიცირების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. მაღალი რისკია აეროპორტები და თვითმფრინავი. ეს რისკი დარჩება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინი, რომ კორონავირუსი გახდეს ენდემური რჩება მოლოდინად და ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია…

მეტი...

,,მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების პიკი იყოს”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” არსებულ  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო  და შესაბამისად მოსალოდნელია, აგვისტოს ბოლოს ვირუსის შემთხვევები შემცირდეს. „კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და…

მეტი...

თბილისის მერიის ონლაინ აპლიკაციების სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში,​ ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები,…

მეტი...

,,ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 48% არის ვაქცინირებული”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ძალიან დაბალი გვაქვს ვაქცინაციის მაჩვენებელი, 48% არის მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინირებული”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ძირითადად ბუსტერ დოზების ხარჯზე მიმდინარეობს. ,,ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, ძირითადად ბუსტერ დოზების ხარჯზე. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში დავუშვით ვაქცინის მეოთხე დოზა 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის და სამედიცინო მუშაკებისთვის. ამ შემთხვევაში, მეოთხე დოზა განიხილება, როგორც შესაძლებლობა, იმუნიტეტის შემცირების კვალდაკვალ, იმუნური დაცვის მაჩვენებლის გასაზრდელად,”- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელია და ა…

მეტი...