,,რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსი ხალხი ამაყობს თავისი არმიით და საზღვაო ფლოტით” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატრიოტთა არმია-2022-ის ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით,  რუსი სამხედროები  ყოველთვის საიმედოდ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტსა და  ,,თავისუფლება მოუტანეს სხვა ხალხებს”.

„დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები