,,არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს”- ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინას განცხადებით, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როდესაც რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს.

ფინეთის პრემიერმა  აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური შენგენის ან ევროკავშირის სავიზო აკრძალვა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, – აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს – (mcm.ge)

მსგავსი თემები