,,ჩვენი ვალია გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“- ელენე ხოშტარია

,,ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია,”- ამის შესახებ პარტია “ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშის თანახმად, არა თუ პროგრესი, არამედ ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები, როგორც შიდა ასევე გარე პოლიტიკაზე.

,,ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რამე გააკეთონ, იმიტომ რომ ეს წერტილი ამოწურულია. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ის თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ახლა ჩვენი ჯერი და ვალია, რომ ვიმოქმედოთ და გავათავსიუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები