,,მელია რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით, როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს”- ანრი ოხანაშვილი

,,მელია რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით, როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს – პოლიტიკური პლაგიატია, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას ჩვენთან მიმართებით ამბობენ, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას განცხადებებს.

ოხანაშვილის თქმით, ეს ადამიანები უნდა იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ პარლამენტი და საზოგადოება გადაწყვეტს, პოლიტიკურად საკანონმდებლო დონეზე მომდევნო არჩევნებზე შემდგომ კონფიგურაციას.

„ამ ადამიანების სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ცალსახაა. რაც მითხრეს მელიას ბრიფინგზე, რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით – როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს. ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც “ქართული ოცნებაა” წარმოდგენილი და მათი გაგებით, რუსული ოცნება. თუ ასე უყურებენ ამ საკითხს, მაშინ რას საქმიანობენ ამ პარლამენტში?! დაიწყონ დაუმორჩილებლობა. ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია. რაც შეეხება ამ დაზეპირებული ფრაზებით საუბარს, ეს არის პოლიტიკური პლაგიატი. პოლიტიკური პლაგიატია, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას ჩვენთან მიმართებით ამბობენ. ასე რომ, თავი დაანებონ პოლიტიკურ პლაგიატს, თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან ერთად პარლამენტში ყოფნა, დატოვონ პარლამენტი. ხომ გახსოვთ, პუფებად მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე შემოვიდოდა. ჩამოყალიბდნენ – პოლიტიკური პუფები არიან თუ – არა; სად არიან, რა პარლამენტში საქმიანობენ. მაშინ, იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ პარლამენტი და ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს, პოლიტიკურად საკანონმდებლო დონეზე მომდევნო არჩევნებზე შემდგომ კონფიგურაციას”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

,,რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა”- ნიკა მელია – (mcm.ge)

,,ჩვენი ვალია გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“- ელენე ხოშტარია

მსგავსი თემები