პროკურატურამ დაბა გომისმთაზე სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების 5 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოავლინა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ მიწის ნაკვეთებს.

,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ.

პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.

დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 28 პირი და სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები