ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც მივიღებთ, არ უნდა გაართულოს რუსეთის მთავრობისა და დიქტატურისგან გაქცევა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები