სახალხო ტრანსპორტი – 1 საათი 3 ლარი

ჩინეთში ველოსიპედი და ელექტრო სკუტერი ყველაზე მოსახერხებელი და სახალხო ტრანსპორტია. ფასიც საკმაოდ მისაღებია. ერთი საათი დაახლოებით 3 ლარი ღირს. უხმოდ დასრიალებენ ელექტროსკიტერითაც. მისი ყიდვაც ძალიან იაფია – 600-დან 1000 დოლარამდე. ამ ეკოლოგიური, ეკონომიური და მოსახერხებელი ტრანსპორტით იმდენი ადამიანი სარგებლობს, მაქსიმალური ყურადღება და კარგად მართვაა საჭირო, რომ რომელიმე მხრიდან ვინმე არ შეგეჯახოთ. აქაც კი ისეთივე საცობია, როგორც სამანქანო გზაზე. ველოდიპედით ვის არ ნახავთ – ჰალსტუხიანებს, გამოპრანჭულებს, ოჯახებს. განსაკუთრებით კი დილით და საღამოს სამსახურის შემდეგ. ამ პერიოდში, შეიძლება თავისუფალი ველოსიპედი ვერ ნახოთ.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

მთელი ტიბეტის ისტორია ამ ერთ სივრცეშია მოქცეული – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

„ტიბეტის მარგალიტი“ – სწორედ ქვია ტიბეტის ისტორიისა და კულტურის მუზეუმის შესასვლელში უზარმაზარ ნახატს, რომელსაც თითქმის 2 წელი ხატავდნენ. აქ მთელი ტიბეტის ისტორიაა ასახული დინასტიებით დაწყებული, პრინცესა ვენგისა და პრინც გამფუს ქორწინებით დასრულებული. მუზეუმი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში მდებარეობს. პრინცესასა და პრინცის ქორწინებას საკმაოდ დიდი სივრცე ეთმობა. პრინცესა ვენჩენგი თანგების დინასტიას წარმოადგენდა და პრინცი გამფუ ტუბოს სამეფოს. ეს იყო პირველი ქორწინება, რომელიც ტიბეტში შედგა და ორი დინასტია გააერთიანა. ტანგის დინასტიასა და ტუბოს სამეფოს შორის ურთიერთობამ ბევრი რამ შეცვალა ჩინეთის ისტორიაში. მუზეუმში დაცულია ის ნივთებიც, რომელიც პრინცესამ ტიბეტში ჩამოიტანა. მათ შორისაა მუსიკალური საკრავების…

მეტი...

1 ბოთლი საფერავი ჩინეთში 588 იუენი ღირს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინო რუსულ მაღაზია „იურა“-ში იყიდება. ფასი 168 იუენიდან იწყება და 588 იუენამდე ადის. „იურა“ პეკინის ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით რამდენიმე მაღაზიია განთავსებული. ყველაზე ძვირი კი „თელიანი ველის“ საფერვია, რომელიც 588 იუენი, დაახლოებით 85 დოლარი ღირს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

კუ – ჩინური დელიკატესი

ეს კუ პეკინში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, თევზეულობის სექციაში გადავიღე. ის თევზებთან ერთად დაცურავდა წყალში. მწვანე და ყვითელზურგიანი ჩინური „მეფე თევზი“ – ასე უწოდებენ მას. იყიდება როგორც მამრი, ისე მდედრი კუ და გემრიელადაც მიირთმევენ. ნახევარი კილო კუ 99 იუენი, დაახლოებით 15 დოლარი ღირს. აქ ყველანაირი ხორცია, ყველანაირი სულიერის – ფრინველის, ცხოველის, მოლუსკის, მუხლუხოების

მეტი...

მატარებლით მგზავრობა ტიბეტში – ვიდეორეპორტაჟი

ტიბეტის ქალაქ ლინჩიდან დედაქალაქ ლასამდე მატარებლით ვიგზავრე. მგზავრობის დრო დახლოებით 4 საათი. დაახლოებით 40 წუთის განმავობაში ვუყურებდი ამწვანებულ ხედებს. შემდეგ კი უკვე  კლდიანი ზონა გამოჩნდა. დედაქალაქი კი მთლიანად ხრიოკი, ქვიანი ადგილია, კლდეებს შუაა მოქცეული. მიუხედავად ამისა, ძალიან გამაოცა, რომ კლდეებშიც კი მოწყობილია სარწყავი სისტემები და ინტენციურად ირწყვება ტერიტორია. ჩარგულია პატარა ხეები. მთელ პერიმეტრზე, ამ ქვიან ადგილებში არაერთი სასათბურე მეურნეობაც ვნახე. აქ ხეების ნაკლებობა და სიმწვანე ნამდვილად იგრძნობა, თუმცა, მიწა ყველგან დამუშავებულია, ცარიელი მიწა არსად შემხვედრია. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ტიბეტიდან.

მეტი...

სანთლები ერბოში

ტიბეტში, პოტალას სასახლეში, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ათასობით ადამიანი მიდის მოსალოცად. როგორც პოტალას სასახლეში, ისე დაჟაოს თუ სერას ტაძარში, თითქმის ყველგან შეხვდებით ამ უზარმაზარ თასს, რომელიც ერბოთია სავსე. ერბოში კი სანთლებია დანთებული. ეს ფოტო დალაი ლამას სასახლეში გადავიღე. იქ მსგავს სანახაობას შევესწარი – მომლოცველები მიდიოდნენ ბუდას ქანდაკებასთან, ლოცულობდნენ, შემდეგ კი ჩანთიდან იღებდნენ ქილებს თუ პარკებს, სადაც ერბო ქონდათ გახვეული. კოვზით ან ხელით ერბოს მცირეოდენ ნაწილს იმ უზარმაზარ ერბოთი სავსე თასში ამატებდნენ, სადაც სანთლები იყო დანთებული. მარტივი გასაგები რომ იყოს, როგორც ჩვენთან ტაძრებში ზეთს იყენებენ, ისეა აქ ერბო გამოყენებული. შესაბამისად, მთელს…

მეტი...

დალაი ლამას სასახლეში 3 000 კილოზე მეტი სუფთა ოქროა გამოყენებული – რეპორტაჟი ტიბეტიდან

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ლასაში, ტიბეტის დედაქალაქში მდებარეობს. სასახლეში შიგნით გადაღება არ შეიძლება, თუმცა, შევეცდები დაწვრილებით მოგიყვეთ რა ვნახე და რა ხდება სასახლეში. სასახლე სულ 13 სართულიანია. ის 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. პოტალას სასახლე აგებულია კლდეზე, ბორცვზე 130 მეტრის სიმაღლეზე. სასახლეში შედიხარ მაღალი და საკმაოდ დამრეცი კიბეებით. მოაჯირს თუ კარგად არ მოკიდე ხელი, ასვლა ნამდვილად გაჭირდება. მოაჯირი მსხვილი ხის მასალისგანაა დამზადებული. სასახლეში იატაკი ბეტონისაა. მიდიხარ წრიულად, გხვდება სხვადასხვა დალაი ლამას დარბაზი, ბუდას ქანდაკებები, უამრავი ხალხი, რომელიც რიტუალს ასრულებს. მიუყვები ვიწრო ბილიკს და თან ათვალიერებ და ეცნობი სხვადასხვა თაობის…

მეტი...

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ეს ტიბეტის დედაქალაქი ლასაა, სადაც მდებარეობს პოტალას სასახლე. ეს არის სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს. მისი სიმაღლე 3700 მეტრია. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში. ტიბეტელები საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლის ბორცვზე. ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის რამდენიმე წმინდა გამოქვაბული. ეკა გულუა ტიბეტიდან (ნაწილი 1) ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

მეტი...

ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

ეს არის პირველი ვიდეოკადრები ტიბეტის დედაქალაქ ლასადან. ის ძირითადად კლდიანი ზონაა და “ლასა” ითარგმნება როგორც “ღმერთების ადგილი”. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

ტიბეტი – კერძო სახლები და ცხოვრების წესი – ვიდეო

ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. აქ ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები.  იკვებებიან  ძირითადად  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით. გარემო ნამდვლად სუფთა და სიწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. ტიბეტი ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი,…

მეტი...

ის ნამდვილად მაღლაა – ტიბეტი (ვიდეო)

ტიბეტი  დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად მიიჩნევა თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ტბა, მდინარე ან მყინვარია. აზიის ექვსი უდიდესი მდინარე სათავეს სწორედ ტიბეტში იღებს, მათ შორის მეკონგი, იანძე და ინდუსი. რთული კლიმატის გამო,  აკლიმატიზაცია აქ მნიშვნელოვაია. ნიინჩის რაიონი, სადაც ახლა ვიმყოფები, 4300 მეტრზე მაღლა მდებარეობს.  შესაბამისად, მარშრუტები ისეა აგებული, რომ თანდათან ხდება სიმაღლეზე ასვლა. აქაურობას ტურისტები ნამდვილად არ აკლია. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

ტიბეტი – სიმწვანეში ჩაძირული ავტონომია

ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები, ცხვრები. იკვებებიან ძირითადად ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის და ქათმის ხორცით. გარემო ნამდვილად სუფთა და სიმწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან  

მეტი...

იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

იაკი – ეს არის შინაური ცხოველი, რომლის სამშობლო ტიბეტია. აქ მოსახლეობას ძირითადად იაკი და  ძროხა ჰყავს მოშენებული. იაკებს წველიან, მის რძეს სვამენდა ასევე სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს აწარმოებენ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ტიბეტში, ლულანში სწორედ იაკის წველის პროცესი გადავიღე და ადგილობრივებსაც გავესაუბრე. იაკს ძირითადად მაღალმთიან ადგილებში აშენებენ. როგორც ტიბეტელმა ბებოებმა მითხრეს, იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტია, რადგანაც ის შეიცავს იმუნოგლობულინის მაღალ დონეს,  რომელიც შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს იმუნიტეტის რეგულირებაში და გააუმჯობესოს დაავადებისადმი წინააღმდეგობა. მათივე თქმით, იაკის რძე  ასევე არის კალციუმის კარგი დანამატი, რადგან იაკის…

მეტი...

„თანამშრომლობა ბუნებასა და ადამიანებს შორის“ – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტის საერთაშორისო ფორუმიდან

„დედამიწა არის საერთო სახლი. სუფთა წყალი და მთები, თოვლიანი მთები და მყინვარები – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი და ინვესტიცია ხალხის ცხოვრებაში“ – ეს სწორედ ის ძირითადი ხაზია, რაზეც ტიბეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის ტრანს ჰიმალაის მესამე ფორუმზე კეთდება აქცენტები. ორდღიან ფორუმს ჩინეთის ავტონომიური რეგიონის – ტიბეტის ქალაქი ნიინჩიში მასპინძლობს. ბიოუსაფრთხოება, სუფთა ენერგია, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია, დაბალი ნახშირბადის ენერგია ჩვენი უსაფრთხოება და მომავალია, აღნიშნავენ გამოსვლები. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ აქცენტი ტურიზმზე, ეკოლოგიაზე და კულტურულ გაცვლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ტიბეტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს…

მეტი...

ტიბეტურ ქაღალდს მხოლოდ 20 წლის მცენარისგან ამზადებენ – რეპორტაჟი ტიბეტიდან

Xuela-ს ქაღალდი უკვე 1300 წელია არსებობს. მასზე კლასიკოსების ნამუშევრები გადაჰქონდათ და გამოიყენებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ძველად ტრადიციულ ტიბეტურ ქაღალდზე დიდი მოთხოვნა იყო. მის დასამზადებლად განსაკუთრებული უნარები არ იყო საჭირო, მზა პროდუქტზე მოთხოვნა დიდი იყო – ამიტომ ხალხი მის წარმოებაში იყო დაკავებული. ბალახი სტელერას ჯუჯა ხშირია თოვლიან მთიანეთში, თუმცა, ყველა მცენარე არ არის შესაფერისი ქაღალდისთვის, საჭიროა მხოლოდ ის, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზრდება. ეკა გულუა ტიბეტიდან (ნაწილი 2) ის უნიკალურია, შხამიანი მცენარისგან მზადდება და მწერები არ ეკარებიან – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

ის უნიკალურია, შხამიანი მცენარისგან მზადდება და მწერები არ ეკარებიან – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ნიინჩიში – ეს არის ტიბეტის ერთ-ერთი ოლქი. აქ აწარმოებენ ტიბეტურ ქაღალდს, რომელიც უძველესია. ტიბეტური ქაღალდის ქარხანა ადგილობივების სტაბილური შემოსავლს წყაროა.  ტიბეტური ქაღალდის ბეჭდვით აქ დასახლებულებს სტაბილური შეოსავალი გაუჩნდათ. აქ იყენებენ ტიბეტური ქაღალდის დამზადების უძველეს ტრადიციებს. შემონახულია  ტიბეტური ქაღალდის ხუთი სახეობიდან ერთ-ერთი – “xuela,” რომელიც უძველეს ტექნოლოგიად ითვლება. ტიბეტური ქაღალდი იწარმოება იქ, სადაც ტიბეტელები მჭიდროდ ცხოვრობენ. მას  “სიულის” ნედლეულისგან ამზადებენ, რომელიც შხამიანი ბალახოვანი მცენარე Stellera ჯუჯასგან მზადდება. ამიტომ მზა ქაღალდს მწერები არ ჭამენ და დიდხანს ინახება. ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1) ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

მისაღები ოთახი – კერძო სახლი ტიბეტში (ვიდეო)

ტიბეტში კერძო სახლების მშენებლობის განსაკუთრებული კულტურა არსებობს. სახლების ფასადი თითქმის იდენტურია, ყველას აქვს საკუთარი მოვლილი და ხეხილით სავზე ეზო. რაც შეეხება შიდა პერიმეტრს, აქ განსაკურებულ ფერებს იყენებენ ყველა კუთხე ანათებს და ბრჭყვიალბს. საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ჩუქურთმებს, დეტალებს, ხალიჩებს. ერთად ვნახოთ ტიბეტელების ძირითადი, ანუ მისაღები ოთახი.   კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

საგანძური – ეს ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში

ეს არც ნახატია, არც ნაქსოვი, არც მოქარგული, არც ხალიჩა… ეს არის ერთადერთი საგანძური – ქვიშის მხატვრობის მანდალა, რომელიც შვიდმა ტიბეტელმა ბერმა დაამზადა 2010 წელს, ლასას პოტალას სასახლიდან. ის ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში. აქ რასაც ხედავთ არის ქვიშა და ძვირფასი მინერალები. ბერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ზოგადად, როცა ქვიშისგან მსგავს საოცრებას შექმნიდნენ, მას არ ინახავდნენ, მაშინვე შლიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს საგნძური ერთადერთი, რომელიც დაცულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმში. ეკა გულუა ტიბეტიდან კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ტიბეტში კორპუსის ტიპის დასახლებებთან ერთად, კერძო  დასახლებებიც არსებობს. კერძო სახლები ძირითადად ბლოკებისგან არის ნაშენი და ყველა ერთნამეთს ჰგავს. სახლის პირველი სართული ძირითადად მისაღები ოთახებია, მეორე სართულზე კი საძინებლებია. ყველა სახლს აქვს ხეხილიანი, გამწვანებული და მოწესრიგებული ეზო. ვნახოთ, როგორ კერძო სახლებში ცხოვრობენ ტიბეტელები (ნაწილი 1). ეკა გულუა ტიბეტიდან       

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან – მთიანი, კლდიანი, მწვანე და მთაგორიანი ზონა

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო. ტურისტებს აქ პირველად 1980-იან წლებში ჩამოვიდნენ. ტიბეტი ითვლება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად. თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა. დანარჩენი კი ვნახოთ კადრებში. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

ქორწილი ტიბეტში – რეპორტაჟი „მსოფლიოს სახურავიდან“

ტიბეტში დღეს დილით ჩამოვფრინდი. სასტუმროში კი ტიბეტელების ქორწილს შევესწარი და როგორ შეიძლებოდა ეს არ გადამეღო. გიზიარებთ ტიბეტური ქორწილის კადრებს. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

აქ ყველანაირი ხორცია, ყველანაირი სულიერის – ფრინველის, ცხოველის, მოლუსკის, მუხლუხოების

ეს ქალაქი სიემენია, სადაც ნამდვილ ჩინურ ბაზარს მივაგენი. წარმოიდგინეთ, ქართული ვაგზლის მოედანი. ასე ქუჩაში გამოტანილი აქვთ პროდუქტები, ხილი, ყველანაირი სულიერის ხორცი ყველანაირ მდგომარეობაში. უფრო მეტი კი ვნახოთ რეპორტაჟში.  

მეტი...

ყველანაირი ცხოველი შემწვარ, მოხრაკულ თუ უმ მდგომარეობაში – რეპორტაჟი ჩინეთიდან

ჩინცისნი, ეს არის საწარმოო ქალაქი, ჩინეთის პროვინცია. მას „ჭკვიან ქალაქსაც“ ეძახიან. ცხოვრება გამთენიისას იწყება, 07:00 საათზე სავსეა ქუჩები ხალხით და 24:00 საათზეც კი გავლა შეუძლებელია. ეს ქალაქი შეტანილია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. განთქმულია ცხარე კერძებით. თუ რა კერძებია პოპულარული, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

მეტი...

დაცარიელებული ქუჩები პეკინში

მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. შესაბამისად, ამ დროს, ქუჩებიც ცარიელია. ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო

მეტი...

ზღვის პროდუქტები ქალაქ სიემენში

სიემენი არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. ცენტრალური და ძველი ქუჩით – ჯინშენ. ეს არის ჩვენებური შარდენის მსგავსი ტურისტული ზონა, სადაც ძირითადად ყველაფერი ეროვნულია წარმოდგენილი. მათ შორისაა სამზარეულო. ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

მეტი...

პეკინური იხვების წარმოება

პეკინური იხვები მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია და ის დელიკატესად ითვლება. ეს არის ქარხანა პეკინში, სადაც პეკინურ იხვს აწარმოებენ და მსოფლიო ბაზარზე გზავნიან. ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)

მეტი...

ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო

შუა შემოდგომის ფესტივალი, იგივე მთვარის ფესტივალი ან მთვარის ტორტის ფესტივალი, ეს არის ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში. ეს არის ჩინური კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც Zhongqiu Jie-ს სახელითაა ცნობილი. მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. მორთულია ქუჩები, ყველგან აღმართულია ეროვნული დროშები, ქუჩებინ განათებულია მთვარის ფორმის ფიგურეით და სადღესასწაულო განწყობა ყველგან ისევე იგრძობა, როგორც საქართველოში ახალი წელი. ეს ფესტივალი ოჯხებსაც…

მეტი...

შიჩანჰაი ყველაზე დიდი ისტორიული და კულტურული ნაკრძალი პეკინში

შიჩანჰაი არის ისტორიული და კულტურული ტურისტული ადგილი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის ისტორიულ და კულტურული დაცვის ზონაში. მას 336 000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. შიჩაჰაი 2000 წელს დამტკიცებული 25 ისტორიული და კულტურული ნაკრძალიდან ყველაზე დიდია. ამ ტურისტული ზონის შემოვლა შესაძლებელია სპეციალური ეკოლოგიური ტრანსპორტით – ველოსიპედზე შებმული 2 ადგილიანი ეტლით, რომელიც ტურისტებისთვის ადგილზე ქირავდება. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

ჩაი, რომელიც 2 000 იუენი ღირს – რეპორტაჟი პეკინიდან

უძველესი ჩაის სახლი Lao She 1988 წელს დაარსდა. ეს არის პირველი ხალხური კულტურის ჩაის სახლი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის უძველესი კომერციული ქუჩის დაშილანის მიმდებარედ. Lao She ჩაის სახლს -ს უკავია 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ბიზნეს ფართობი. აქ თავმოყრილია პეკინის არომატული ჩაის კულტურა. მათ შორისაა არაერთი კულტურის კოლექცია და ე.წ. წიგნის ჩაის, სასადილო ჩაის, ველური ჩაი და სხვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს ჩაის სადგომის წინ საკმაოდ დიდი რიგი იდგა და დღეში 3000 ფინჯანი ჩაი იყიდებოდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. დანარჩენი კი რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

სოფლის ტიპის დასახლება პეკინში, სადაც 19 000 უცხოელს აქვს სახლი (ვიდეო)

სოფლის ტიპის დასახლება ბეიგოუ, პეკინიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარეობს, ეს არის ტურისტული ზონა, სადაც სულ რაღაც 300-350 ადგილობრივი მოსახლე ცხოვრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლება ტურისტებს ვერ იტევს. ე.წ. წაბლის დასახლება, ასე ვუწოდებდი ამ ზონას, რადაგანც აქ ძირითადად წაბლი მოჰყავთ და საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ თავს. წელიწადში 250 000 კილო წაბლის მოსავალს იღებენ. ძველი აგურის ქარხანა თანამედროვე სასტუმროდ გადააკეთეს, საიდანაც ჩინეთის კედელი მოჩანს, სიმწვანეში კარვების ზონა გახსნეს და ტურისტების ნაკადს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

„აზია უნდა გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – სი ძინპინი სპორტული დღესასწაულის გახსნაზე

ჩინეთში, კერძოდ კი ჰანჯოუში ზაფხულის აზიური თამაშების მე-19 სეზონი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. გაიმართა გალა მიღება, რომელშიც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სეზონის გახსნა „შემოდგომის ბუნიობის“ დღესასწაულს დაემთხვა. „ჩინეთის მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს აღინიშნება “კიუფენი (შემოდგომის ბუნიობა). უაღრესად სიმბოლურია, რომ აზიური თამაშების ალი ხელახლა აინთება ჩინეთში მოსავლისა და ოჯახის გაერთიანების სეზონის დროს. თამაშების მასპინძლობის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს თავისი დაპირების შესასრულებლად და ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფილად წინსვლისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზაფხულის აზიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. სი ძინპინის თქმით, ეს არის…

მეტი...

„არმანი“, „ბოსი“, „გესი“, „ვერსაჩე“ და სხვა – როგორია მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინში (ვიდეორეპორტაჟი)

მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. აქ თითქმის ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ყველას საკუთარი სახლი აქვს წარმოდგენილი, ერთად ვნახოთ როგორია ბრენდული აუთლეტის ფასები პეკინში.   ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

პეკინი, ლუნცინის ხეობა, სიმაღლიდან ხტომა (ვიდეო)

  მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

მოგზაურობა კლდეებში მოქცეულ ლუნცინის ხეობაში (ვიდეო)

      მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან  

მეტი...