ბაიდენი, 26 სექტემბერს, თეთრ სახლში, ზელენსკის შეხვდება

26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც.

,,ლიდერები ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე უკრაინის სტრატეგიაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის გვერდით დგომის შესახებ”, – წერს თეთრი სახლი.

მსგავსი თემები