ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო

შუა შემოდგომის ფესტივალი, იგივე მთვარის ფესტივალი ან მთვარის ტორტის ფესტივალი, ეს არის ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში. ეს არის ჩინური კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც Zhongqiu Jie-ს სახელითაა ცნობილი.

მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს.

მორთულია ქუჩები, ყველგან აღმართულია ეროვნული დროშები, ქუჩებინ განათებულია მთვარის ფორმის ფიგურეით და სადღესასწაულო განწყობა ყველგან ისევე იგრძობა, როგორც საქართველოში ახალი წელი.

ეს ფესტივალი ოჯხებსაც აერთიანებს. ყველა წარმომავლობის ქალაქში თუ პროვნციაში ბრუნდება და ოჯახურად, მშობლებთა ერთად ზეიმობენ. პეკინი თითქმის ცარიელია და ეს მანქანების გადაადგლებისას მარტივი შესამჩნევია, არ არის საცობი და შედარებისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი სიხალვათეა, როგორც თბილისში აღდგომის დღესასწაულზე.

ჩინელები ამ დღესასწაულს აღნიშნავენ სადილად შეკრებით, მთვარის თაყვანისცემით, ქაღალდის ფარნების ანთებით, მთვარის ნამცხვრების მირთმევით და ა.შ. „მთვარის ნამცხვარი“ ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ამ დღეს. ის ტრადიციული ჩინური საკონდიტრო ნაწარმია. არის მრგვალი ფორის მასა, რომლის გულშიც მოთავსებულია სხვადასხვა შემადგენლობის გული – შოკოლადის, ხილის, კენკრის და სხვა.

ე.წ. მთვარის ნამცხვარი ერთ-ერთი ძვირფასი საჩუქარია ამ დღეს. მას  ჩვეულებრივ მიირთმევენ სადილის შემდეგ, მთვარით აღფრთოვანებისას. ერთმანეთს კი მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებენ.

დღესასწაულის ვიდეორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები