სემეკში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტაჟირების პროგრამის შედეგები, ქალი სტაჟიორების შეფასებები პროგრამასთან დაკავშრებით. სტაჟიორების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით. პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ენერგეტიკის სექტორში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, სემეკის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე…

მეტი...

ისმაილ ჰანიე თეირანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა – NYT

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე ბომბის აფეთქების და არა სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. The New York Times-ის ინფორმაციით, ბომბი იმ სახლში, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, დაახლოებით 2 თვის წინ დაამონტაჟეს. სახლი თეირანის პრესტიჟულ უბანში მდებარე კომპლექს „ნეშათის“ ნაწილი იყო. მას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იცავდა. გამოცემას ხუთმა წყარომ განუცხადა, რომ ბომბი დისტანციურად აამოქმედეს, მაშინ როდესაც დადასტურდა, რომ ჰანიე იმ სახლში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ჰანიე იმ სახლში პირველად არ რჩებოდა. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. „ჰამასმა“ მომხდარზე…

მეტი...

გურამ თუშიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა მოიგო. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა. გურამ თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიადის 1/4 ფინალში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება. რინერი ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მეტი...

„ქედს ვიხრი შენს წინაშე, გაგიმარჯოს მაგარო კაცო. თუ როდესმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძიუდოისტის გამარჯვებას, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „გილოცავ, ჩემო ლაშა, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით. “რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო,“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მეტი...

ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ „ფეისბუკ“ ჩატში გავრცელდა. „ძალიან სამწუხარო ამბავი, მეგობრებო… ბელგიის ქართულ დიასპორას გამოაკლდა ღირსეული ადამიანი, ჩვენი დავით გოგიბერიძე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. „ეჰ!… დათო იყო სცენისთვის დაბადებული, საოცრად არტისტული, მუსიკალური და გემოვნებიანი … იშვიათი ადამიანი“; „რა სამწუხაროა, დავითი საოცარი ადამიანი… უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი…“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

მეტი...

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკის, ჯამში…

მეტი...

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ქალი. შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო. მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.

მეტი...

სოფიო სომხიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

სოფიო სომხიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე გერმანელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლას განაგრძობს.

მეტი...

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა დაკავებულს თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება. სხდომაზე ბრალდებულს მომხდართან დაკავშრიებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.  

მეტი...

აღმაშენებლის ხეივანში, ,,გუდვილის” მიმდებარედ არსებულ ხიდზე 2 კვირით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის” მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების თქმით, ამ სამუშაოების გამო, დღეიდან, 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მეტი...

თურქეთში Instagram-ი დაიბლოკა

თურქეთში, სოციალური ქსელი Instagram-ი დაიბლოკა. დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო. თურქული მედიის ცნობით, დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებგვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს დილით, 10:44 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 23 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. უწყება ამბობს, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია ,,ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს. საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასა და ჟელანოესთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი Deep Stat-ი ავრცელეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, განსაკუთრებით მძაფრად კი დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მეტი...

ოლიმპიელ ილია სილამანიძის „ძიუდოისტების ბენდი“ (VIDEO)

უკრავენ ძიუდოისტები ილია სულამანიძის ხელმძღვანელობით. ოლიმპიელ ილია სულამანიძის მუსიკალური შესრულება (ვიდეო)

მეტი...

გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას – Responsible Statecraft

,,თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას, წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს. სიმართლე კი გაცილებით კომპლექსურია”, – წერს ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft. როგორც სტატიაში „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“ ვკითხულობთ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ განსაზღვრულია იმით, თუ რა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „მოსკოვის მიდევნების ნაცვლად, ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად ასახავს იმას, რასაც CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედურ პოზიციას“, რომელიც არც რუსეთისა და არც დასავლეთის დაქვემდებარებაშია და განსაზღვრულია ოფიციალური შეხედულებით, თუ რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.…

მეტი...

,,დავაარსებთ სამრევლო სკოლას და ლექციებს წავიკითხავ“ – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს: „არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი… დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან. საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი. მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია… ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო……

მეტი...

,,ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში” – ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

,,ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში”, – ასე ეხმაურება თურქეთში, პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად მისი ძმის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას. ,,მედიის საშუალებით, ის რაც თქვენ ნახეთ, იგივე ვნახე მეც. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა მიწერილი მაქვს ადვოკატისთვის და ველოდები პასუხს. ჩემთვის არავის არაფერი არ უკითხავს, არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში. არა მგონია სამართლებრივ ზომებს მივმართო, აზრიც არ აქვს, რა აზრი აქვს როცა არც არაფერს გვეკითხებიან, ოფიციალურად არც არავინ დაგვიკავშირდა.…

მეტი...

,,გერმანია გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული” – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. ,,ზემოაღნიშნული ცალკეული შემთხვევების გარდა, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული რუსეთისა და ბელორუსის ციხეებში. ეს ჩვენთვის მუდმივად მნიშვნელოვან საკითხად რჩება”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება” – რა მოხდა ხაშურის მერიაში

გამოცემა ,,მოზაიკა” სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ,,მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეხება. სერგო ლალიაშვილი სამუშაო ოთახში მიუვარდა ზვიად გოგუაძეს. დაპირისპირება ბიბლიოთეკის შენობის თემას მოჰყვა”, – თქვა მეხრიშვილმა. ზვიად გოგუაძეს გამოცემასთან მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უთხრა, რომ გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდა: ,,არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე მოგვარდა”.

მეტი...

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს პუტინი სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პატიმრების მასშტაბური გაცვლის დროს გათავისუფლდნენ, მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი. ,,პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა მივმართო მათ, ვისაც უშუალო კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცის ერთგულებისთვის და თქვენი მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელიც არცერთი წუთით არ დაგვიწყებიათ. ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ სახელმწიფო ჯილდოები, კიდევ შევხვდებით, ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე”, – თქვა პუტინმა აეროპორტში. რუსეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე დიდი ტყვეების გაცვლის ფარგლებში სულ რვა ადამიანი დბრუნდა. მათ მისასალმებლად აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ ალექსანდრე…

მეტი...

პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე სამ გათავისუფლებულ ამერიკელს ოაჯხის წევრები, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ. ,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება. ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი – ალიანსები განსხვავებას ქმნიან. ისინი წამოვიდნენ და გამოიყენეს შანსი ჩვენთვის და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”, – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან. როგორც მან აღნიშნა, არა შტატები, არამედ მოკავშირე ქვეყნები იდგენენ რთული გამოწვევის წინაშე. ,,მე ვთხოვე მათ გაეკეთებინათ რაღაცები, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ უშუალო ინტერესს… განსაკუთრებით გერმანიასა და სლოვენიას”, – თქვა ბაიდენმა. Wall…

მეტი...

დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს, 2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა. სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.

მეტი...

თეთრი სახლის ცნობით, პატიმრების გაცვლის პირვანდელ სიაში ალექსეი ნავალნიც იყო

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პატიმრების გაცვლის პირვანდელ სიაში რუსი ოპოზიციონერი, პუტინის რეჟიმს ციხეში შეწირული ალექსეი ნავალნიც იყო. ინფორმაცია აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს, ანკარაში, რუსეთსა და აშშ-ის, ასევე კიდევ რამდენიმე დასავლური ქვეყნის მოლაპარაკებების ფარგლებში 26 პატიმრის გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა, ასევე, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.

მეტი...

ოლიმპიელ ილია სულამანიძის მუსიკალური შესრულება (ვიდეო)

ლაშა ბექაურისა და ილია სილამანიძის მუსიკალური დრო პარიზის ოლიმპიადიდან.

მეტი...

“ევროკავშირი საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”- პიტერ სტანო

“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე . ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა. სტანო ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან – “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.” “[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” – განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.  

მეტი...

„ისრაელი უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას“- „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი

„ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე“ – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა. მისი თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა. „ბენიამინ ნეთანიაჰუს მისწრაფება ის არის, რომ „ჰამასმა“ უთხრას: „მოდი, აქ არიან მძევლები და აქ არის იარაღი“. ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავნებდებით არც ღაზაში, არც ლიბანში და არც იემენში. ერთადერთი გზა ლიბანის ფრონტზე ომის დასასრულებლად არის ის, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.  

მეტი...

რას ამბობს ელჩი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარების შეჩერებაზე

“ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ”- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. ელჩმა ასევე ისაუბრა, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. მანვე განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ. „ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები…

მეტი...

“რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი”- ილია სულმანიძე მას შემდეგ რაც მსაჯებმა დამარცხებულად გამოაცხადეს

„ძალიან რთულია საუბარი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა“- ამბობს ილია სულმანიძე, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირს. „ძალიან რთულია საუაბრი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა.  მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა – ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს. არ ვიცი, აღარ არის ეს უკვე ნორმალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არაუშავს ფარ-ხმალს არ დავყრი. მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას. რამდენადაც ეგ იპონი იქნება იმდენად გული დამწყდება,…

მეტი...

ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრები გაცვლეს

ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა.  თურქული მედიის ცნობით, გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და პეტერბურგელი ველოაქტივისტი გერმან მოიჟესი. ამას გარდა, მინსკმა გაათავისუფლა…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა”- პრესსამსახური

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობოთ, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“- ამბობენ პრესსამსახურში  

მეტი...

“წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”- ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს წარმატებას ულოცავს

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.  მისალოც წერილს პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. 24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა 3 წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს. უდიდეს წარმატებას მიაღწია…

მეტი...

“რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა”- ვალენტინა მატვიენკო

„თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ ჩვენ ახლაც მზად ვართ“ – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. მატვიენკო ამბობს, რომ  რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის. “თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ. ჯერ კონტაქტები არაა, გასაგებია, ჩვენს გამო არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ბევრის გადააზრება ხდება. საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ისინი გაარკვევენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსს. მიუხედავად…

მეტი...

ილია სულმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა . ის ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა. 23 წლის ქართველ ძიუდოისტს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სულმანიძემ მსაჯისგან მესამე გაფრთხილება მიიღო, რამაც ოლიმპიადაზე  მისი ბედი გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი და ვერცხლის მედლები (81 კგ) მოიპოვეს.  

მეტი...

იმპერატორების საზაფხულო ქალაქი (VIDEO)

საზაფხულო სასახლე ჰებეის პროვინციაში (Video)

მეტი...