ისრაელისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს. იოავ გალანტმა ხაზი გაუსვა მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ისრელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმების მიღწევა როგორც მორალური, ასევე სტრატეგიული იმპერატივია. მხარეებმა ასევე განიხილეს ირანისა და მისი მარიონეტების მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ მიმდინარე კოორდინაცია.

მეტი...

,,ომი ბრუნდება სახლში” – ლატვიის თავდაცვის მინისტრი კურსკზე

,,ომი ბრუნდება სახლში”, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა განაცხადა და რუსულ მიწაზე უკრაინელების ბრძოლას გამოეხმაურა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის რეგიონში, ლეგიტიმურ ქმედებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს უკრაინის თავისუფლებასა და მთლიანობას ემსახურება. მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე აბსოლუტური დარტყმის უფლება აქვს. მისი აზრით, ომის რუსეთის ტერიტორიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ,,ადრე თუ გვიან, მოკავშირეების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში”, – თქვა სპრუდსმა.

მეტი...

,,ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო, ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს” – გენო პეტრიაშვილი 50 000-ლარიან პრემიაზე

,,ეს ჯილდო ნამდვილად დიდი მოტივაცია იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც უმედლოდ დარჩა”, – ასე აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უმედლოდ დარჩენილ ოლიმპიადის მონაწილეებს 50 000 ლარი პრემია გადაეცემათ. „ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს და ეს ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უყურადღებოდ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.  

მეტი...

,,უკრაინელები კურსკის ოლქში დამატებით 1-3 კმ-ით დაწინაურდნენ” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსეი სირსკის ცნობით, კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა. ,,ჯარები მოწინააღმდეგის მხარეს გარკვეული მიმართულებით 1-დან 3-კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლირებადია”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე ლოჯისტიკური მნიშვნელობის ხიდიც ააფეთქეს.

მეტი...

,,ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“ – მამუკა მდინარაძე

„ყველაზე პრიმიტიული პიარ კამპანია იმაში მდგომარეობს, რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“. ზუსტად ეს არის, ერთი ერთში, იმიტომ, რომ მათ რაც არ მოსწონთ, რაც აზიანებთ, ააშკარავებთ, ყველაფერი მათთვის რუსულია“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომის გამოძიებას რუსულ საქმედ აფასებენ. როგორც მდინარაძემ საუბრისას აღნიშნა, დღეს რუსებმა და „ნაცებმა“, რაც უნდათ ის იძახონ, ჰააგაც და სტრასბურგიც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ. „რაც შეეხება იმას თუ რა არის რუსული და რა არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს…

მეტი...

მთამსვლელ არჩილ ბადრიაშვილს ხალდეობაზე სვანური ზარით დაემშვიდობნენ

მთამსვლელ არჩილ ბადრიაშვილს ხალდეობაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და ხალდეობაზე სვანური ზარით დაემშვიდობნენ. მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. timesofisrael-ის ცნობით, 19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც ისრაელის მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი მტკიცედ მოუწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მეტი...

უკრაინელებმა რუსეთში ააფეთქეს ხიდი, რომელიც ოკუპანტების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს, რომელიც ოკუპანტების მომარაგებისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ინფორმაცია მედიის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ხიდის ჩამონგრევის შედეგად გლუშკოვსკის რაიონის 30-მდე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი და მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგება მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ხიდი HIMARS-ებით ააფეთქეს.  

მეტი...

ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 30 პოლიტპატიმრის შეწყალების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 მამაკაცია. დაკავებულებს შორის ზოგი საპენსიო ასაკის, ზოგი კი მძიმე ავადმყოფია.

მეტი...

,,კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება. ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას” – სენატორი კარდინი

,,რუსული კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება. ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი X-ზე წერს. ,,ვწუხვარ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება… შესაძლოა, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა წაართვას, რაც მძიმე შეცდომა იქნება. ძალიან დაგვიანებული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტმა გეზი შეიცვალოს”, – დაწერა კარდინმა.

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა პაკისტანშიც დაფიქსირდა

,,მაიმუნის ყვავილის” (Mpox) პირველი შემთხვევა პაკისტანშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ პაციენტი პაკისტანში სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა. უწყების სპიკერის ინფორმაციით, მიმდინარეობს კვლევები, რომლის შედეგადაც გაირვევა, ვირუსის რომელი ვარიანტი დაუდგინდა პაციენტს.

მეტი...

გელათის რეაბილიტაციასა და ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო კომიტეტის განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციასა და ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, თუ რატომ გაჭიანურდა ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი. იხილეთ განცხადება: ,,როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს. ერთიანი დროებითი გადახურვის…

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი იყო თურქეთის პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი იყო თურქეთის პარლამენტში. მედიის ცნობით, დაპირისპირება, ცხარე დებატების შემდეგ, მაშინ დაიწყო, რაც ერდოღანის მმართველი პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატის გათავისუფლებაზე, რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნაა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება დეპუტატ ჯან ათალაის საქმეს, რომელიც თურქეთის მუშათა პარტიის წევრია და პარლამენტის წევრად გასული წლის არჩევნებზე აირჩიეს. 2013 წელს მას ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მეტი...

გლდანის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

გლდანის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ქვეყნები მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე არიან

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს. „მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – განაცხადა შერემეტმა. მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი „იმალებოდნენ მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან“. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35…

მეტი...

გლდანში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე ხანძარია

გლდანში, სავაჭრო ცენტრის ,,მარიამი” სახურავზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. კრემლის ცნობით, მოლაპარაკებებისას განხილული იქნება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკანასკნელად აზერბაიჯანში 2018 წელს იმყოფებოდა.

მეტი...

,,უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები საჭიროა, რომ რუსეთი სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. „უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით. ეს ცხადია. რადგან უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე – ხაზს ვუსვამ პოტენციურს – ჩვენ მოგვიწევს რუსეთის დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პირობებზე. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, დასხედით მოლაპარაკებებზე“. ამის ნაცვლად, გვაქვს იძულების გამოცდილი, ეფექტიანი საშუალებები. ეკონომიკურ და დიპლომატიურთან…

მეტი...

ინდოეთში ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ინდოეთში ექიმის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ათასობით ქალი გამოვიდა ქუჩაში მარშზე „დავიბრუნოთ ღამე“. პარალელურად, რამდენიმე ადამიანმა დაარბია საავადმყოფო, რომელშიც მკვლელობა მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 19 ადამიანი. ამის შემდეგ საპროტესტო ტალღა გაძლიერდა. ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ შაბათს საყოველთაო გაფიცვა დააანონსა – ექიმები მხოლოდ იმ პაციენტებს მოემსახურებიან, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ. ისინი ითხოვენ უსაფრთხო პირობებს ექიმებისთვის, 31 წლის ექიმის მკვლელობამ ინდოეთი შოკში ჩააგდო. 36-საათიანი ცვლის შემდეგ ქალმა სპეციალური დასასვენებელი ადგილის არქონის გამო სემინარებისთვის განკუთვნილ ოთახში დაიძინა. მეორე დილით კოლეგებმა მისი ნახევრად შიშველი ცხედარი…

მეტი...

ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალური ნაწილში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გასაშვებად ბაზად გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში. „წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს საშუალება მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

მეტი...

„გაგუდეს და ჭაში დამარხეს“ – 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე ადამიანსაც 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს. დაკავებულს…

მეტი...

წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სადაც მოხვევა იყო შესაძლებელი, 17 და 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება კუს ტბის ასახვევიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მგზავრებს მიკროავტობუსი N449 შემცირებული ინტერვალით მოემსახურება. მიკროავტობუსი პიკის საათებში სამი, ხოლო დღის განმავლობაში, ხუთწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. შეზღუდვა კერძო ავტომობილებს არ შეეზება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით…

მეტი...

,,შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ ბიზნესს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპონენტების განცხადებაზე, რომ ხელისუფლების შანტაჟის შედეგად „დემნოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორებს ღონისძიებისათვის სივრცის დათმობაზე უარს ეუბნებიან. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა დღეს საქართველოში, ისე არასდროს ყოფილა. „ყოველი 10 ბიზნესმენიდან 9 გაუბედურებული და ნაწამები ჰყავდათ და ჩვენი დაშანტაჟება (მართლა რომ ეს ვინმე იკადროს) ვის რაში სჭირდება? როდესაც ბიზნესმენები უარს ეუბნებიან, ესენი მოაბამენ კუდს, რომ „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს თურმე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება რაც გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა, ასე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. ეს ხომ ყველამ…

მეტი...

,,რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს” – მამუკა მდინარაძე

,,შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომის გამოძიება ,,საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა”. ,,ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება რა…

მეტი...

კობა კობალაძე ლაგოდეხში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე,…

მეტი...

კობა კობალაძე გურჯაანში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს. სამსახურის დირექტორმა ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომლებიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე…

მეტი...

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. ზაზა დამენიას ხსოვნის პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზაზა დამენიას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობას გმირულად შეწირული მებრძოლი. ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002…

მეტი...

მიუნხენის აეროპორტში უბილეთო კაცმა ორ სხვადასხვა თვითმფრინავში მოახერხა ასვლა

ნორვეგიელმა ტურისტმა გერმანიაში ბილეთის გარეშე თვითმფრინავის ბორტზე ასვლა ორჯერ მოახერხა. პირველად ის გამოიჭირეს, თუმცა მეორე დღეს კაცი შვედეთში გაფრინდა. Bild-ის ინფორმაციით, პირველად 39 წლის კაცმა მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლების მოტყუება 4 აგვისტოს მოახერხა. მას არ უყიდია ბილეთი, მაგრამ სხვა მგზავრების გვერდით დადგა და საპასპორტო კონტროლის გავლა შეძლო. კაცმა ასევე წარმატებით აუარა გვერდი ავიაკომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც მგზავრებს ჩასხდომამდე ამოწმებდნენ და ბორტზე ავიდა. თუმცა იმის გამო, რომ ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა, ის მალევე შენიშნეს და პოლიციელების თანხლებით ჩამოსვეს თვითმფრინავიდან. სამართალდამცველებს ტურისტი არ დაუკავებიათ და მეორე დღეს ის აეროპორტში დაბრუნდა. იგივე სქემის გამოყენებით მოხვდა…

მეტი...

„მოსალოდნელია დამანგრეველი ტალღები და წყალდიდობები“ – მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

აშშ-ში ქარიშხალ “ერნესტოს” მოახლოებისთვის ემზადებიან. ქარიშხალი ,,ერნესტო” ბერმუდის კუნძულებისკენ მიემართება. BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა პუერტო-რიკოში როგორც საცხოვრებელ სახლები, ასევე მრავალი საწარმოც ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ,,ერნესტო” პუერტო-რიკოს გავლით, კარიბული კუნძულის ბერმუდების მიმართულებით გადაადგილდება. ,,ერნესტო” მეორე კატეგორიის ქარიშხალამდე გაიზარდა. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, პარასკევ-შაბათს,”ერნესტოს” მეტ გაძლიერებას ელიან, ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოსახლოდნელია საფრთხის შემცველი შტორმი დიდი და დამანგრეველი ტალღებით, ასევე – სანაპირო წყალდიდობები.

მეტი...

ადვოკატის ინფორმაციით, მოწამლულია ქუთაისის ციხის 200-მდე პატიმარი

ქუთაისის ციხეში მოწამლული პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში რჩება. მეორე ნაწილი კი მკურნალობას პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს. კლინიკა ,,ვივა მედში” გადაყვანილი პატიმრები ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველების თქმით, მედიკოსებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა. ადვოკატ სოფო ბონდარენკოს ინფორმაციით, მოწამლულია დაახლოებით 200 პატიმარი. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, თუმცა არის საყურადღებო . მოვიკითხე სხვა პატიმრების მდგომარეობაც. დიაგნოზი არის ნაწლავური ინფექცია, რაც დაბინძურებული წყლით, საკვებით, ან არაჰიგიენური პირობებით, სადაც მათ ყოფა-ცხოვრება უწევთ, აქედან ხვდება ორგანიზმში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ინფიცირებულია 200-მდე პატიმარი და მათი ეტაპირება მოხდებოდა გუშინ, ან დღეს, ვივა მედის…

მეტი...

,,გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს” – იულია ნავალნაია

სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ, ალექსეი ნავალნის ქვრივს მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია გადაეცა. იულია ნავალნაიას თქმით, სამ გვერდიან დოკუმენტში არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ნავალნის სიკვდილის რეალური მიზეზების შესახებ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ოფიციალური წერილში აღნიშნულია, რომ ეს ,,გარდაცვალება არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს გამოძიების ჩასატარებლად”. 47 წლის პოლიტიკოსი ციბირის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ნავალნის თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.

მეტი...

კარა-მურზა და მისი ოჯახი ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა და მისი ოჯახი მიიღო. ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა 1-ელ აგვისტოს, პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის რუსეთში ქვეყნის ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Amnesty International-მა კარა-მურზა სინდისის, ,,მემორიალმა” კი პოლიტიკურ პატიმარად აღიარა. რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეობის გარდა, კარა-მურზას აქვს ამერიკის მწვანე ბარათი.

მეტი...

„ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში“- პატრუშევი

“2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა შეერთებული შტატების მიერ იყო ორგანიზებული” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. პატრუშევი ამბობს, რომ პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის თანამგზავრია. „ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“ – აღნიშნა პატრუშევმა, რომელიც…

მეტი...

„რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩამოკიდეს თეთრი დროშა“- უკრაინული მხარე

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახური აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, გაანადგურეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი რუსი. “უკრაინული ტანკების დანახვისას სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაბარდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს“ – უკრაინა კურსკის ოლქში ოპერაციის პირველი საათების ვიდეოკადრებს ავრცელებს. შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო.  

მეტი...

ველისციხეში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ…

მეტი...

“დამანგრეველი ტალღა”- აშშ-ში ქარიშხალს ელოდებიან

BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალი “ერნესტო” ბერმუდის კუნძულებისკენ მიემართება. მედია წერს, რომ  ქარიშხალმა პუერტო-რიკოში როგორც საცხოვრებელ სახლები, ასევე მრავალი საწარმოც ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. “ერნესტო” პუერტო-რიკოს გავლით, კარიბული კუნძულის ბერმუდების მიმართულებით გადაადგილდება. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, პარასკევ-შაბათს, “ერნესტოს” მეტ გაძლიერებას ელიან, ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოსახლოდნელია საფრთხის შემცველი შტორმი დიდი და დამანგრეველი ტალღებით, ასევე – სანაპირო წყალდიდობები.  

მეტი...