თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პატიმრების გაცვლის პირვანდელ სიაში რუსი ოპოზიციონერი, პუტინის რეჟიმს ციხეში შეწირული ალექსეი ნავალნიც იყო. ინფორმაცია აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს, ანკარაში, რუსეთსა და აშშ-ის, ასევე კიდევ რამდენიმე დასავლური ქვეყნის მოლაპარაკებების ფარგლებში 26 პატიმრის გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა, ასევე, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.