,,ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში” – ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

,,ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში”, – ასე ეხმაურება თურქეთში, პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად მისი ძმის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას.

,,მედიის საშუალებით, ის რაც თქვენ ნახეთ, იგივე ვნახე მეც. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა მიწერილი მაქვს ადვოკატისთვის და ველოდები პასუხს. ჩემთვის არავის არაფერი არ უკითხავს, არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში.

არა მგონია სამართლებრივ ზომებს მივმართო, აზრიც არ აქვს, რა აზრი აქვს როცა არც არაფერს გვეკითხებიან, ოფიციალურად არც არავინ დაგვიკავშირდა. არა მგონია რამეს მნიშვნელობა ჰქონდეს”, – ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.

მსგავსი თემები