პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე სამ გათავისუფლებულ ამერიკელს ოაჯხის წევრები, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ.

,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება. ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი – ალიანსები განსხვავებას ქმნიან. ისინი წამოვიდნენ და გამოიყენეს შანსი ჩვენთვის და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”, – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, არა შტატები, არამედ მოკავშირე ქვეყნები იდგენენ რთული გამოწვევის წინაშე.

,,მე ვთხოვე მათ გაეკეთებინათ რაღაცები, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ უშუალო ინტერესს… განსაკუთრებით გერმანიასა და სლოვენიას”, – თქვა ბაიდენმა.

Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი არიან იმ ორ ათეულ პატიმარს შორის, რომლებიც გაათავისუფლეს ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე დიდი პატიმრების გაცვლის ფარგლებში. ასევე გათავისუფლებულებს შორისაა რუს-ამერიკელი ჟურნალისტი – ალსუ ქურმაშევა, რომელიც ასევე დაბრუნდა შტატებში.

მსგავსი თემები