ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ „ფეისბუკ“ ჩატში გავრცელდა.

„ძალიან სამწუხარო ამბავი, მეგობრებო… ბელგიის ქართულ დიასპორას გამოაკლდა ღირსეული ადამიანი, ჩვენი დავით გოგიბერიძე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეჰ!… დათო იყო სცენისთვის დაბადებული, საოცრად არტისტული, მუსიკალური და გემოვნებიანი … იშვიათი ადამიანი“; „რა სამწუხაროა, დავითი საოცარი ადამიანი… უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი…“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

მსგავსი თემები