“ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს”- ირანის პრეზიდენტი

ირანმა მკაცრად დაგმო ისრაელის საჰაერო თავდასხმები ლიბანზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მასუდ ფეზეშკიანმა აცხადებს, რომ ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს. „ჩვენ შევეცადეთ, არ გვეპასუხა. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ ამ მიუწვდომელ მშვიდობას“– განაცხადა ფეზეშკიანმა. ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 274-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 21 ბავშვი. დაშავებულია, სულ მცირე, 1024 ადამიანი.   ისრაელის პრემიერი ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

მეტი...

შოლცი უკრაინის მიერ გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას მხარს არ უჭერს

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ არ უჭერს მხარს, უკრაინამ გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ განაცხადა. შოლცი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მისთვის სავსებით გასაგებია, მათ შორის არის ის, რომ გერმანია არ გააუქმებს შეზღუდვებს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ. „ეს არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები“ – თქვა კანცლერმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანია უკრაინას შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღს…

მეტი...

“შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს” – ცნობილმა მწვრთნელმა დვალიშვილის ბრძოლა შეაფასა

ლეგენდარული ჯორჯ სემპიერის მწვრთნელმა, ფირაზ ზაჰაბიმ Tristar Gym-ის YouTube-არხზე, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილის პერფორმანსი შეაფასა. ზაჰაბის თქმით, მერაბმა ბრძოლა ზუსტად ისე წაიყვანა, როგორც შონ ომალის წინააღმდეგ უნდა წარემართა. მან ქართველის ყველა საბრძოლო კომპონენტში შეაქო, თუმცა ნაკლზეც ისაუბრა. “მერაბის კარდიო გასაოცარია, თუმცა ის ადრე ვერ ამთავრებს ბრძოლებს, ის ახლოც არ არის ფინიშთან. ეს მისი ნაკლია” – განაცხადა ზაჰაბიმ.

მეტი...

„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების მონაცემებს გადასცემს

„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს. ამის შესახებ, პლატფორმის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის იმ პირების IP მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გადაცემა შეიძლება მოხდეს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას არღვევენ“- განაცხადა დუროვმა. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პლატფორმის პირობებს არღვევენ და არალეგალურ საქონელს ყიდიან, „ტელეგრამის“ ძიების ფუნქციას ბოროტად იყენებენ. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, პლატფორმის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ…

მეტი...

ისრაელის პრემიერი ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრემიერი ლიბანელ ხალხს მოუწოდებს, სერიოზულად მოეკიდონ ისრაელის გაფრთხილებას და აცხადებს, რომ ბრძოლების დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ სახლში დაბრუნებას. „ისრაელის ომი თქვენს წინააღმდეგ არ არის. ეს ომი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგაა. დიდი ხნის განმავლობაში „ჰეზბოლა“ თქვენ ცოცხალ ფარად გიყენებდათ. ჩვენი ხალხის დასაცავად „ჰეზბოლას“ დარტყმებისგან ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი იარაღი. დილიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაგაფრთხილათ, რომ დაგეტოვებინათ საფრთხის ზონა. მოგიწოდებთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ გაფრთხილებას. ნუ მისცემთ „ჰეზბოლას“ საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე. ნუ მისცემთ „ჰეზბოლას“ საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს ლიბანი. გთხოვთ, ახლავე…

მეტი...

ზელენსკი ბაიდენს გარანტიებს სთხოვს-მედია

როგორც ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს, უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენისთვის აპირებს, მოიცავს გარანტიებს, რომ თეთრ სახლში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთის პირობებით მშვიდობაზე დათანხმებას არ აიძულებენ. გამოცემის ცნობით, ზელენსკის სურს, ამერიკული მხარდაჭერა „ტრამპისგან დაიცვას“. სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკი ცდილობს, მოიპოვოს მისი გეგმის მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისგან და ამასთან, თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც კიევს შეიძლება, აიძულონ არახელსაყრელი პირობებით დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან. „მოდით, ყველაფერი ეს გავაკეთოთ დღეს, ვიდრე თანამდებობებს იკავებს ყველა ოფიციალური პირი, რომელთაც უკრაინის გამარჯვება სურთ“, – ციტირებს ბრიტანული გაზეთი უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში 26 წლის ნუკრი დანგაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა გუშინ საღამოს შემდეგ აღარ ჩანს. მას ვერც ტელეფონით უკავშირდებიან. დანგაძე სახლიდან, წერეთლის გამზირიდან საღამოს დაახლოებით, 21 საათისთვის გავიდა და დანიშნულების ადგილას არ მისულა. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს – 550 50 17 27, ან 112-ს.

მეტი...

“მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ-ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა”- ზურაბიშვილი

„პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის  დაკარგვისკენ მიჰყავს. „შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყოველმხრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა[რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ…

მეტი...

“ფეხბურთელებისა და ოლიმპიელების წარმატებები, გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში”- პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ოლიმპიური ჩემპიონების წარმატებები გამოიყენა, საზოგადოებაში დაპირისპირების უფრო გასაღრმავებლად. ამის შესახებ, მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „ეს იქნება სტატუსის მიღება, ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატეტბი – ეს ყველაფერი იმის მაგივრად, რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად. აქ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში.  რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინა საარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს“- აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია არის “შიში და მუქარა”. „[ქართული…

მეტი...

„ოცნების“ პრორუსულობა ცხადია“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პრორუსულია. ამის შესახებ, მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ გამომწვევ მომენტში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ, გარდამტეხ მომენტში და ასეც უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება “ოცნების” პოლიტიკა. ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა. დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარი არის ამ ქვეყანაში. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა. აქა-იქ ფულის დარიგების გარდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   “ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა,დამთავრდა ბიძინასთან ერთად”- პრეზიდენტი

მეტი...

“ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა, დამთავრდა ბიძინასთან ერთად”- პრეზიდენტი

„ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. პრეზიდენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებაზე და პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანა გარდამტეხ მომენტშია. „ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა ყველასთვის. როგორც ვნახეთ, ამ მოლაპარალების პროცესში, არ არის ადვილი, ბევრი რამის დათმობა. რაც არ უნდა იყოს შეთანხმებული, იმ მთავარ მიზანზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს მომავალი. გესმოდეთ, რომ ჩვენ ვართ გამომწვევ მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ გარდამტეხ…

მეტი...

“მოლაპარაკებები არ შედგა, საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ასევე, ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ის ჩაიშალა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. „არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც უნდა ვიყუროთ წინ. არ შედგა ეს ფაქტია, მაგრამ ამან მოიტანა თავისი შედეგი და უნდა დავინახოთ პოზიტივი. განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის. ის რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა. თანამშრომლობა უკვე ადვილი იქნება“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

“ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა

დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით,  სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ჰაიფა იყო. გარდა ამისა, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 274-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1024-მდე გაიზარდა.

მეტი...

“საქართველო მზადაა,საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს,რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები”- კობახიძე

„მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. „ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური…

მეტი...

“მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად”- პრემიერი

“მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება. “ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ…

მეტი...

„აშშ კბილებში იტყუება“ – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ში გამართულ Quad-ის სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის აგრძელებს აგრესიულ მოქმედებას და ამოწმებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჯო ბაიდენს ოფიციალური ჩინეთი პასუხობს. როგორ საგარეო უწყებაში განმარტავენ,  ეს სამიტი არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ იყენებს ჩინეთის შესაკავებლად და აშშ-ს ჰეგემონიის განსამტკიცებლად. „Quad იდენტიფიცირებულია, როგორც მთავარი რეგიონალური ჯგუფი, რომელიც წამყვან როლს ასრულებს აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიაში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ იყენებს ჩინეთის შესაკავებლად და აშშ-ს ჰეგემონიის განსამტკიცებლად. ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგია ცდილობს შეაერთოს ძალები ჩინეთის გამორიცხვისა და შეკავების მიზნით, „ჩინეთის საფრთხის“ ნარატივის გავრცელებით, და Quad ცდილობს…

მეტი...

თურქეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ბურსაში, ენიშეხირის აეროპორტში, სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი და კურსანტი დაიღუპნენ. თურქული მედიის ცნობით, ერთძრავიანი, მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სასწავლო კომპანიას ეკუთვნოდა. ჩამოვარდნის შედეგად პილოტები ადგილზე დაიღუპნენ. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა დაადგენს.

მეტი...

Yandex-მა პერსონალური მონაცემები რუსეთს გადასცა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შპს „რაიდტექ ჯორჯიამ” რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა და ,,Yandex Pro” -ს აპლიკაციების მეშვეობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია. კერძოდ, შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს და სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის)…

მეტი...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის 5-22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ვალე“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 240 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად,…

მეტი...

,,NATO-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია” – ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

,,ნატო-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია”, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის პერიოდულ დარღვევაში რუსეთის გარკვეულ სტრატეგიას ხედავს. „ახლა ვიცით, რომ ეს რუსეთის სტრატეგიაა, ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს და მცირე ნაბიჯaებით გამოცადოს, რამდენად შორს შეიძლება წასვლა. ამიტომ ვფიქრობ, ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ეს მიუღებელია. რუსეთისთვის გზავნილი ნათელი უნდა იყოს: ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.

მეტი...

ისრაელი ლიბანში სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადება და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ბექააში, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადება. ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „ახლა სამიზნე არის სამხრეთ ლიბანში ის სახლები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს. ყველა სახლში, რომელზეც იერიშს მივიტანთ, იარაღია“, – განაცხადა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ.

მეტი...

ნეაპოლთან აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა

იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, ქალაქ სავიანოში აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, აფეთქება ორსართულიან სახლში მოხდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევას ორი ბავშვი, მათი დედა და ბებია ემსხვერპლნენ. ოფიციალური ინფორმაცია ბავშვების ასაკთან დაკავშირებით არ ვრცელდება, მაგრამ მედიის ცნობით და-ძმა 4 და 6 წლის იყვნენ. მაშველებმა მამის და ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. კაცის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ბავშვის ტრავმები მძიმე არ არის. აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მეტი...

,,ცოტა დრო გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება” – ზელენსკი

,,ცოტა დრო გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Golden Plate Award-ის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ბევრი დრო არ გვაქვს. ამ ომში მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომში უკრაინისა და ყველას წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავისუფლების წინააღმდეგ. ცოტა დრო გვაქვს იმის განსაზღვრისთვის, რა იქნება მისი შედეგი, და ეს ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და არა რუსეთმა და მისმა სისხლიანმა მოკავშირეებმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა „გამარჯვების გეგმის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგენს. „მე წარვადგენ ამ გეგმას აშშ-ის წინაშე: პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის,…

მეტი...

კრემლში აცხადებენ, რომ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მაშინ გადახედავენ, როცა ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გავრცელდება

კრემლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მაშინ გადახედავენ, როცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გავრცელდება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ უნდა გავაანალიზოთ მედიით გავრცელებული ამბები. თუ ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში გაჩნდება, რა თქმა უნდა, მას დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა პესკოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ორ პოტენციურ მემკვიდრეს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს ამერიკაში ვიზიტის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში თავისი „გამარჯვების გეგმის“ ზოგიერთი დეტალი გაამჟღავნა, რომლის წარდგენასაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და პრეზიდენტობის კანდიდატებთან, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისთან…

მეტი...

ომბუდსმენის აპარატმა „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპორტულ კომპლექს „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ,,როგორც ცნობილი გახდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის „არენა 1“ აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები „არენა 1“ აუზით სარგებლობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ „არენა 2“ აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო, დახურულია. სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველს უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ასევე სერვისებისა და…

მეტი...

ირანის ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წევრებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აუკრძალეს

ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობამ თავის წევრებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აუკრძალა. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კორპუსი ყველა ელექტრონული მოწყობილობის მასშტაბურ შემოწმებას ატარებს. მათი უმეტესობა ირანშია წარმოებული ან ჩინეთიდან და რუსეთიდან ჩატანილი. წყარო არ აკონკრეტებს როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს გუშაგთა კორპუსის წევრები. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ ახლა ისინი მესენჯერებში შიფრებს იყენებენ. მისივე თმით, ირანის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ლიბანში აფეთქებების გამო შეშფოთებულები არიან. ირანის ხელისუფლება, ასევე არ გამორიცხავს თავის ტერიტორიაზე ისრაელის აგენტების ფუნქციონირებას და უკვე დაწყებულია გამოძიება გუშაგთა კორპუსის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ. ცნობისთვის, სექტემბერში…

მეტი...

,,მკვლელობის შემდეგ, მედიკამენტები იყიდა” – ახალი დეტალები კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბექა ჯაიანი, ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს თუმცა, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მან ყველაფერი აღიარა. მას შემ­დეგ, რაც ბექა ჯა­ი­ან­მა გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა და გა­რე­ცხა. ტაქ­სით…

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება ბაგრატის ტაძრის ეზოში – სინოდალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საპატრიარქოს სინოდალურმა კომისიამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გადაწყვეტილება მიიღო. სინოდალურმა კომისიამ ქუთაისის მღვდელმთავარს მეუფე იოანეს მიმართა, რომ იღუმენ გიორგი ნებიერიძეს და მღვდელ-მონაზონ იაკობ სებისკვერაძეს მღვდელმოქმედების უფლება 23 ნოემბრამდე, გიორგობის დღესასწაულამდე შეუჩერდეს. იგივე ვადით შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება იეროდიაკონს კონსტანტინე აბდალაძეს, ხოლო ბერ გიორგი ჩანქსელიანს და ბაგრატის ტაძრის სტიქაროსანს ირაკლი ქუთათელაძეს შობის დღესასწაულამდე აეკრძალათ წმინდა ზიარების უფლება. ცნობისთვის, ქუთაისში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 1-ელ სექტემბერს მოხდა. ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

მეტი...

გაერომ „მომავლის პაქტი“ მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასალახად მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას ითვალისწინებს. 42-გვერდიანი „მომავლის პაქტი“ გაეროს 193 წევს სახელმწიფოს მოუწოდებს მათი დაპირებები რეალურ ქმედებებად გადააქციონ, რომლებიც პლანეტას უკეთესობისკენ შეცვლიან. გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ინკლუზიურ საზოგადოებას. პაქტი ასევე უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ტექნოლოგიები კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობისთვის იქნება გამოყენებული. დოკუმენტის მიღებას მხარი არ დაუჭირეს: რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სირიამ, სუდანმა, ირანმა და ბელარუსმა. პაქტი ორდღიანი „მომავლის სამიტის“ გახსნაზე მიიღეს, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გეტერეშმა მოიწვია.

მეტი...

ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ

ჩინეთის ზოოპარკის დამთვალიერებლები აღშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ე.წ. ,,პანდები”, რომლის სანახავადაც ზოოპარკს სტუმრობდნენ, სინამდვილეში მოხატული ძაღლები აღმოჩნდნენ. მედიის ცნობით, მოტყუებულმა სტუმრებმა თაღლითობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც ერთ-ერთმა პანდამ ძაღლივით ყეფა დაიწყო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მნახველებმა გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოითხოვეს. ზოოპარკი თავდაპირველად თავის მართლებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ცხოველები უბრალოდ ,,პანდა ძაღლების” ჯიშს მიეკუთვნებიან. კითხვაზე, თუ რატომ ცდილობდნენ სტუმრების მოტყუებას, ზოოპარკის წარმომადგენელმა განაცხადა: ,,ზოოპარკში პანდა დათვი არ არის და გვინდოდა ასე მაინც გვყოლოდა.”

მეტი...

არალეგალი მიგრანტები რუსეთში ვეღარ შეძლებენ ბანკებით სარგებლობას, ტრანსპორტის მართვას, დაქორწინებას ან ბავშვების სკოლაში დარეგისტრირებას

რუსეთში მიგრაციის კონტროლის გამკაცრებას და მიგრანტებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრ გოროვოის განცხადებით, რომელიც მიგრაციის პოლიტიკას კურირებს, რუსეთში ამჟამად უცხო ქვეყნის 6 174 000 მოქალაქეა. ქვეყნების ათეული, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან რუსეთში შემდეგია: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი და თურქმენეთი. ,,თუ არალეგალურ ემიგრანტებზე ვსაუბრობთ, მათ შორის ძირითადად უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სულ დაახლოებით 739 ათასი ადამიანია, ანუ დაახლოებით 9%, ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო”, – განაცხადა ალექსანდრ გოროვოიმ. მისი თქმით,…

მეტი...

,,ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ბიუროკრატიულად საკმაოდ რთული პროცესია” – კახა კალაძე

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება ასეთი განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორიც ისეთივე როლს…

მეტი...

თბილისში 26 წლის ახალგაზრდას ეძებენ

რამდენიმე საათია ახლობლები 26 წლის ნუკრი დანგაძეს ეძებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა გუშინდელი საღამოს შემდეგ აღარ ჩანს და ვერც ტელეფონით უკავშირდებიან. დანგაძე სახლიდან, წერეთლის გამზირიდან საღამოს დაახლოებით 21 საათისთვის გავიდა და დანიშნულების ადგილას არ მისულა. საქმის კურსშია პოლიციაც. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს –  550 50 17 27

მეტი...

რას გულისხმობს უკრაინის ,,გამარჯვების გეგმა”, რომელსაც ზელენსკი ბაიდენს წარუდგენს

ბრიტანულმა გაზეთმა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ,,გამარჯვების გეგმის” შესახებ. გამოცემა წერს, რომ ,,გამარჯვების გეგმა”, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება. ესენია: დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, რომელიც ნატოში გაწევრიანების ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ანალოგიური იქნება. უკრაინის კურსკის რეგიონში შეჭრის გაგრძელება, როგორც ტერიტორიული კოზირის საშუალება; მოთხოვნა განსაზღვრული თანამედროვე შეიარაღების შესახებ; საერთაშორისო ფინანსური დახმარება უკრაინის განადგურებული ეკონომიკისთვის. ზელენსკიმ თქვა, რომ ხუთშაბათს ბაიდენთან შეხვედრამდე გეგმის სრულ დეტალებს არ გაამჟღავნებს და განაცხადა, რომ ის ასევე აპირებს წარუდგინოს ის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს. ასევე, ზელენსკი აპირებს ბაიდენს მოსთხოვოს „უსაფრთხოების გარანტიები“ უკრაინისთვის, რაც არ დაუშვებს კიევის იძულებას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ს…

მეტი...

,,საქართველოში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი გაზი და ელექტროენერგიაა; ეს ნიშნავს, რომ ვერ შეიქმნება ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ე.ი. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები” – ოქრიაშვილი

,,ჩვენს ქვეყანაში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი გაზი და ელექტროენერგიაა, რომლის ფასი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა”, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და განმარტავს, რომ ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები: ,,ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, უნდა ვეცადოთ, შემოსავალი ბევრი სხვადასხვა დარგიდან მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია და სკრუპულოზური აღსრულება. ჩვენს ქვეყანაში რეგიონის…

მეტი...

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ,,ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ,,ქართულ ქარტიას”. ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს. დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები,  რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა…

მეტი...