თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის” მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების თქმით, ამ სამუშაოების გამო, დღეიდან, 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.