გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მეტი...თვე: სექტემბერი 2024
“ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა” – მილერი
“ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერმა აღნიშნა, რომ ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. „მათ რამდენიმე ოპერაციის შესახებ გვაცნობეს. ამ დროისთვის, მათ გვითხრეს, რომ ესენი მცირე მასშტაბის ოპერაციებია, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“ – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეტი...კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. რჩეულ თერთმეტეულში ქართველი ნახევარმცველი Sofascore-მა შეიყვანა. მწვრთნელმა„ლინცთან“ გასვლით შეხვედრაში კიტეიშვილი მხოლოდ 58-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, როდესაც გრაცელები კონკურენტს ვერაფერს უხერხებდნენ და ანგარიში 1:1 იყო. კიტეიშვილმა მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, მაგრამ „შტურმის“ შეტევები გაამწვავა, ბოლოს პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და გუნდს გამარჯვება და ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი ადგილი მოუტანა. ოთარ კიტეიშვილს Sofascore-მა 8,0 შეფასება დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეობასთან ერთად, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის დაასახელა.
მეტი...ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ჟურნალისტმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია ისრაელის მხრიდან ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობდა ამაზე. „მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი შეჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ“– განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მეტი...„თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“- სალომე ზურაბიშვილი
„თურმე ვეწვევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ცესკო-ს ბრიფინგს, რომელიც მისი შვილის, ქეთევან გორჯესტანის რეგისტრაციას ეხებოდა. „თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენს გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება !!!! და სხვს? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? – დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს, ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა…
მეტი...ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ძლიერმა ქარმა 29 ხე წააქცია
ზუგდიდში ძლიერმა ქარმა ბოტანიკური ბაღი დააზიანა. სტიქიამ მრავალწლოვანი ხეები წააქცია, დააზიანა ინფრასტრუქტურის ნაწილიც, მათ შორის რამდენიმე სკამი და ელექტროენერგიის სადენები. მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ბოტანიკური ბაღი დაკეტილია. სტიქიის შედეგად წაქცეულია 29 ხე.
მეტი...“ის ფენომენალურია”- “ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა “მონცასთან” მატჩის შემდეგ კვარაცხელია შეაქო
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, “მონცასთან” მატჩის შემდეგ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანტონიო კასანოს თქმით, კვარაცხელია “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად მოხვდებოდა. „ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის ფენომენალურია. ჩემი აზრით კინგსლი კომანს და ჯეკ გრილიშს ჯობია. ბევრად ძლიერია ვიდრე რაფაელ ლეაო“- ამბობს კასანო
მეტი...„ტაივანი ჩინეთის წმინდა ტერიტორიაა”- სი ძინპინი
„ტაივანი ჩინეთის წმინდა ტერიტორიაა და ხალხი ტაივანის სრუტის ორივე მხარეს სისხლით არის დაკავშირებული, რომელიც წყალზე სქელია“ – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მიღწეული უნდა იქნას სამშობლოს სრული გაერთიანება. „ჩინელი ერის დიდი გაახალგაზრდავების განხორციელება არის ყველა ჩინელის, მათ შორის ჰონგ კონგის, მაკაოს და ტაივანის თანამემამულეების საერთო მისწრაფება. ჩვენ სრულად, ზუსტად და ურყევად განვახორციელებთ ერთი ქვეყანა-ორი სისტემის პრინციპს, ჰონგ კონგის ხალხის მმართველობა ჰონგ კონგში და მაკაოს ხალხის მმართველობა მაკაოში, ავტონომიის მაღალი ხარისხით და ურყევად დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ჰონგ კონგისა და მაკაოს გრძელვადიან კეთილდღეობასა და სტაბილურობას“…
მეტი...„უკრაინაზე შეთანხმება სამართლიანი იქნება“-ტრამპი
„უკრაინაზე შეთანხმება სამართლიანი იქნება“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსწონს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. „იმპიჩმენტის ტყუილის დროს მას შეეძლო ეთქვა, რომ არ იცოდა, რომ საუბარი იწერებოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა და ეთქვა: „დიახ, მე ვგრძნობდი საფრთხეს“, მან თქვა: „მას აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია“. ჩვენ ორივეს გვინდა, დავინახოთ ამ ომის დასასრული და ორივეს გვინდა დავინახოთ სამართლიანი გარიგება და ის იქნება სამართლიანი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...ცესკო პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი, რის გამოც ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი. ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები და უზუსტობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცესკო-ს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან…
მეტი...„ისრაელის დამარცხებას ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ“- ირანის მთავრობის წარმომადგენელი
„ისრაელის დამარცხებას ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ“ – ამის შესახებ ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ალიას ჰაზრატიმ განაცხადა. ირანის მთავრობის საინფორმაციო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თეირანი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს „ჰეზბოლას“ და ლიბანელ ხალხს. „ისრაელის რეჟიმი და მისი ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ დღეებში გაგიჟდნენ. „ჰეზბოლას“ არ გამოუყენებია თავისი იარაღი და ის ახლავე უნდა დაიწყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკა დგას „ჰეზბოლას“ და ლიბანის ხალხის გვერდით. ჩვენ ვიყენებთ მთელ ჩვენს პოტენციალს და შესაძლებლობებს „ჰეზბოლას“ და ლიბანის ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ვაჩვენებთ ისრაელის დამარცხებას მსოფლიოს. ეს სისასტიკე და სისასტიკე მტრის დამარცხებაზე მიუთითებს“ – განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა.
მეტი...„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება”- იოავ გალანტი
„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყნის ჩრდილოეთის ქალაქების მერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ისრაელის მედიის შეფასებით, იოავ გალანტის განცხადება მიუთითებს, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოების სიტუაციის შეცვლაში და მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ მოსახლეობის სახლებში დაბრუნების მნიშვნელოვანი მისია. ჩვენ ამას გავაკეთებთ. და როგორც ვთქვი აქ ერთი თვის წინ, ჩვენ გადავიტანთ სიმძიმის ცენტრს ჩრდილოეთზე, აი, რას ვამბობ ახლა: ჩვენ შევცვლით სიტუაციას და დავბრუნდებით სახლებში” – განაცხადა იოავ გალანტმა.
მეტი...პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა
პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მოშიმშილე შუქრუთელები პარლამენტის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ, მე-19 ღამეს ათევენ. ისინი “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ისინი თავდაპირველად შუქრუთში მართავდნენ, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლეს.
მეტი...“საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის”- გერმანიის პრეზიდენტი
გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის. „დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს შეფერხების გამო მწუხარება გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის“ – წერს სერსტინ გამელინი. ,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მეტი...„ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს“- გერტ იან კოოპმანი
„ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს“ – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, გერტ იან კოოპმანმა დღეს ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. კოოპმანი ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, რომ ქვეყანა გასულ წელს კანდიდატი გახდა და აშკარაა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონითა და რიგი სხვა მოვლენებით, იგი ევროკავშირს დაშორდა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი…
მეტი...სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. „საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება”- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ”. მათივე ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა შტაინმაიერთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე. ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერები ექმნება. ,,პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და…
მეტი...რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია – სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ…
მეტი...,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს” – როთი
,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს”, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება. ,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა”, – წერს მიხაილ როთი X-ზე.
მეტი...პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა
პუტინის ბრძანებით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 133 ათას ადამიანს გამოიძახებენ. საშემოდგომო გაწვევა 18-30 წლამდე მოქალაქეებს შეეხებათ, ხოლო ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ, რეზერვში გადავლენ. საშემოდგომო გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ცნობისთვის, სამხედრო გაწვევა რუსეთში წელიწადში ორჯერ ცხადდება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
მეტი...,,სასულიერო პირი, რომელიც რომელიმე პარტიას პირდაპირ მხარს უჭერს, ისაა მტერი ეკლესიის” – მეუფე საბას წინასაარჩევნო მიმართვა
,,სასულიერო პირი, რომელიც რომელიმე პარტიას პირდაპირ მხარს უჭერს, ის არის მტერი ეკლესიის”, – ამ სიტყვებით მიმართა ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ თავის მრევლს ქადაგებისას. სასულიერო პირმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფს ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია და ყველას ღმერთი აერთიანებს. ,,თუ ვინმეს სამშობლო უყვარს, ვისაც სამშობლო ადარდებს , მას აქვს ერთი უფლება, რომ გამოიყენოს თავის ხმა თავის შეხედულების მიხედვით, თავისი სინდისის მიხედვით და მისცეს იმ პარტიას ხმა , რომელიც მას სურს და ეს ცოდვა არ არის. პირიქით, ეს ჩვენი მოვალეობაა როგორც ამქვეყნად მცხოვრები ადამიანების. თქვენ ეს…
მეტი...ქუთაისის აეროპორტში 43 102 ლარის არადეკლარირებული ოქროს მონეტები ამოიღეს
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
მეტი...მაშველებმა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელსა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციებს შორის ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელსა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციებს შორის ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა, პირველ რიგში, კნუტის ადგილმდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, კედელი გამოჭრეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა ფისოსთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ის ამავე ბინის მესაკუთრეებმა აიყვანეს. განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 421 424
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ქვემო ფონიჭალაში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ქვემო ფონიჭალაში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.
მეტი...ერმაკის განცხადებით, კიევი „გამარჯვების გეგმას“ ნაწილობრივ გაასაჯაროებს
ოფიციალური კიევი უკრაინის ,,გამარჯვების გეგმას” გაასაჯაროებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინელები ,,გამარჯვების გეგმის” შეზღუდულ ვარიანტს გაეცნობიან, რადგან ის საიდუმლო დეტალებს შეიცავს. ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ გეგმის გარკვეული ნაწილზე ოკუპანტს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს. „რასაკვირველია, გეგმაში არის ძალიან მგრძნობიარე ნაწილები. ისინი დახურულებია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საიდუმლოები არის, უბრალოდ ყველაფერი, რაც საჯარო ხდება, ესმით არა მარტო ჩვენთან, უკრაინაში, არამედ ეს ჩვენს მტერსაც ესმის“, – აღნიშნა ერმაკმა.
მეტი...ბერლინში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს
ბერლინში, ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს. ვიდეოკადრები სალომე ზურაბიშვილის ინსტაგრამ გვერდზე ვრცელდება.
მეტი...ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს
ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა პრესბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ოთხი ევროპული ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთში 15 დღით უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ ბიზნესის, ტურიზმის, ნათესავების მონახულებისა და ტრანზიტის მიზნით. უვიზო რეჟიმი 15 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. ჩინეთი, ასევე მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, გაუმარტივონ სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებსაც.
მეტი...ისრაელმა ბეირუთის ცენტრზე ავიაიერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ავიაიერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, ეს ისრაელის პირველი შეტევაა ლიბანის დედაქალაქზე, თუ არ ჩავთვლით დარტყმებს „ჰეზბოლას“ ბაზებზე. თავდაცვის ძალებში იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა დაჯგუფება „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტში“ აღნიშნეს, რომ დარტყმას მათი სამი ლიდერი ემსხვერპლა. თავის მხრივ „ჰამასშიც“ დაადასტურეს, რომ სამხრეთ ლიბანზე ავიაიერიშის შედეგად ლიბანში დაჯგუფების ლიდერი დაიღუპა. ლიბანის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირას, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა, მილიონამდე ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.
მეტი...დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ავტობუსების ჩანაცვლება. მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოყვანილია 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საერთო ჯამში კი თბილისში, ამ დროისთვის, 100 ერთეული 18 -მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.
მეტი...ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის ძირითადი კერები სოფელ მაგუიჯრასთან, ციტრუსების პლანტაციებთან იყო განლაგებული. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ხეებზე გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი შეკავება შეძლეს. ხანძარია ოკუპირებულ აფხაზეთში – ცეცხლი გალის რაიონში მანდარინის პლანტაციას უკიდია
მეტი...სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ასპინძაში, ქალი მანქანაში ამშობიარეს
ასპინძის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ექიმებმა ორსული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს. ,,ასპინძის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში გამოძახება ლოზუნგით ,,მშობიარობა” შევიდა. ასპინძის რაიონის სოფელ ივერიაში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი მუცლის ტკივილით დახვდათ, ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო. ექიმებმა სწრაფად შეათანხმეს ახალციხის კლინიკაში პაციენტის გადაყვანა და დაიწყეს ტრანსპორტირების პროცესი. ჰოსპიტალიზაციისას ქალს მშობიარობა დაეწყო. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა, მედპერსონალმა ჭიპლარი გადაჭრა, შეასრულეს ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. ექიმ ქეთევან ველიჯანაშვილის თქმით, აღსანიშნავია ექთნის, თინა ასპანიძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ბაჩუკი ზაზაძის ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის…
მეტი...,,სირცხვილი არ ჰქვია ამას, სისხლის სამართლის საქმეა!” – პრეზიდენტი საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაზე
,,სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ გასულ კვირას მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ემიგრანტების სახელით, რომლებიც დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, სამი სხვადასხვა სარჩელი შევიდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.
მეტი...ქართველმა სთრონგმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს
გერმანიამ, სთრონგმენის ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს პირველობაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონობა შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ) და ავთანდილი ახვლედიანმა (+120 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს მედლები კი გაგა ჭინჭარულმა (90კგ) და ვალიკო ფიფიამ (105 კგ) მოიპოვეს. ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
მეტი...,,ნამდვილად არ ველოდი, მადლობა ამ საჩუქრისთვის” – მერაბ დვალიშვილი საქართველოს მთავრობის ფულად ჯილდოზე
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს მთავრობას ფულადი საჩუქრისთვის მადლობას უხდის. როგორც მან აღნიშნა, ამ საჩუქარს არ ელოდა და თანხას სრულად ქველმოქმედებას მოახმარს. ,,რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მეტი...საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო აქტივობისას, სავარაუდოდ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები თავს დაესხნენ
ათენის ცენტრში, უბან ომონიაზე ქართველ აქტივისტებს, რომლებიც საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ეხმარებიან, თავს დაესხნენ. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ და თავდასხმაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლას უკავშირდება. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ომონიაზე, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქტივისტები თანამოქალაქეების მონაცემებს აგროვებდნენ. ,,რამდენიმე პიროვნება, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, ამათ უკვე ვიზუალით ვცნობთ, დაესხნენ თავს ჩვენს ბიჭებს. იყო ფიზიკური შეხება, დარტყმა და როდესაც უკვე გადმოვიდნენ ჩვენზე, ერთ-ერთ ქალბატონს ეჭირა ტელეფონი ხელში, შეეცადნენ მისთვის ტელეფონის გამორთმევას, სამი კაცი დაესხა თავს და ვიდეომასალაც არსებობს, რომ ამ ქალმა მიიღო…
მეტი...მყინვარების დნობის გამო შვეიცარიამ და იტალიამ საზღვარი ხელახლა გაავლეს
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობის გამო, შვეიცარიამ და იტალიამ საზღვრის ნაწილი ხელახლა გაავლეს. BBC-ის ინფორმაციით, საზღვრის დიდ ნაწილს მყინვარები წარმოადგენს, მაგრამ მათ დნობის გამო, ბუნებრივი საზღვარი შეიცვალა, რის გამოც ორივე ქვეყანაში სასაზღვრო ზოლის გადახედვა მოინდომეს. კერძოდ, საუბარია მატერჰორნის მთის მახლობლად, პოპულარული სათხილამურო კურორტების მახლობლად მდებარე რეგიონზე. მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრის დაზუსტება ორივე ქვეყანას დაეხმარება გაერკვიონ ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი არეალების დაცვაზე. შვეიცარიამ ახალი საზღვრები ოფიციალურად აღიარა და ახლა შესაბამის ნაბიჯს იტალიისგან ელოდება. ცნობილია, რომ იტალიური მხარე საზღვრის დაზუსტებას ეთანხმება და შეთანხმების ხელმოსაწერად ტექნიკურ პროცედურებს გადის.
მეტი...