უკრაინამ კურსკის ოლქში სარკინიგზო მაგისტრალი დააზიანა

უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა. ქალაქის მერის ალექსეი კლევეშოვის განცხადებით, დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალი. “ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი”– ამბობს კლევეშოვი. ცნობისთვის, ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.  

მეტი...

ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.  

მეტი...

„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით”- ჯოზეფ ბორელი

„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელი ამბობს, რომ სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. „ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

“თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით ან დადგეს ივანიშვილის გვერდით”- ბოკუჩავა”

„ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, ან დადგეს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან , ან ჩაყვეს ივანიშვილს იმ იზოლაციაში, იმ სიღატაკეში, რასაც თავს ახვევს ქვეყანას 12 წლის მანძილზე“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის. „მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის…

მეტი...

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შტაბის უფროსად თავისი სიძე დანიშნა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე, მეთიუ ტაბონე დანიშნა. ინფორმაციას, Politico ავრცელებს. ევროპარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, ტაბონე მეცოლასთან ევროპარლამენტში 2013 წლიდან მუშაობს, რის შემდეგაც 2015 წელს მეცოლას და მოიყვანა ცოლად, მანამდე, სანამ მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა. ის ამ თანამდებობაზე ლეტიცია ზულეტა დე რეალეს ანსალდოს ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, ევროპარლამენტში ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორის პოზიციას დაიკავებს. „ბოლო წლებში ბატონი ტაბონე [მეცოლას] კაბინეტში სხვადასხვა გუნდს უძღვებოდა, მათ შორის გამჭვირვალობის რეფორმის მენეჯმენტს და დავალებად ჰქონდა გასულ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტის ევროპულ საზოგადოებასთან ჩართულობის კოორდინირება” – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს. კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით ჩავა. გეგმები თუ არ შეიცვლება, 2023 წლის მარტიდან, როდესაც ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების შესახებ ორდერი გასცა, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნის შესახებ რომის წესდება. ცნობისთვის, რომის წესდების ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები არიან პუტინის დაკავების ორდერი შეასრულონ. სავარაუდოდ ამ მიზეზით, 2023 წელს პუტინი სამხრეთ აფრიკაში არ ჩავიდა (რომელიც ასევე რომის წესდების ხელმომწერია), სადაც მას BRICS-ის სამიტზე პატიჟებდნენ და, როგორც ვრცელდებოდა, მას…

მეტი...

“მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება ამას და მეტი დაფიქრება”- მეუფე გრიგოლი “ქართული ოცნების” შემოთავაზებაზე

საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა ხელისუფლების შეთავაზება იყო – როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში. კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ის შეხვედრიდან გამოვიდა და საკითხის განხილვაში შესვლას არ აპირებს. მეუფე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდება. “იმ დონის საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ამიტომ, პირადად მე არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ. მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება ამას და მეტი დაფიქრება. ამიტომ, მე არ მიმაჩნია,…

მეტი...

F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა

CNN -ის ინფორმაციით, F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა . გამოცემა უკრაინის თავდაცვით ძალებში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის უკრაინის თავდაცვით ძალებში არ სჯერათ, რომ ინციდენტის უკან პილოტის შეცდომა დგას. მანამდე გაზეთ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, პილოტის შეცდომის შედეგი იყო. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ მფრინავი ოლექსი მესი რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან მიწვეულნი. პილოტის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დარტყმაა. პირველი F-16-ები უკრაინამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო, ხოლო ოლექსი მესი ერთ-ერთი იმ რამდენიმე მფრინავიდან იყო, რომელმაც სპეციალური…

მეტი...

ბრალდება წარედგინა მამას, რომელიც შვილს ქორწინებას აიძულებდა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული  ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

“სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა. „რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლოო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო…

მეტი...

თერჯოლაში, ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.    

მეტი...

“მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება“ – მეუფე დანიელი

„მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება“ – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა. მეუფის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან და მსჯელობა გაგრძელდება. „ყველაფერი კარგად იქნება! პოზიცია არის დადებითი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა, არაფერზე არ შევთანხმდით. გადაწყვეტილება ერთადერთი არის ის, რომ იქნება მსჯელობა რელიგიის საკითხი წარმოჩინებული იყოს უფრო აღმატებული ხარისხით“,-განაცხადა მეუფე დანიელმა კითხვაზე, უარს ეუბნება თუ არა საპატრიარქო „ქართულ ოცნებას“ შეთავაზებაზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მღვდელმთავარი პასუხობს, რომ „არავითარი უარი არ არის, შემოთავაზება არის ძალიან…

მეტი...

“წინასაარჩევნო შემოთავაზებაა”- მეუფე ნიკოლოზი „ქართული ოცნების“ მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ

„ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა“ – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საპატრიარქოსთვის შეთავაზება ნიშნავდეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეთავაზება მოსყიდვის არა, “ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა”. „ორი აზრი არ არის … ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის შემოთავაზება და პირობა,…

მეტი...

ნამიბიაში გვალვისგან დაზარალებული მოსახლეობის გამოსაკვებად სპილოებს, კამეჩებს, ბეჰემოთებსა და ანტილოპებს დახოცავენ

ნამიბიის მთავრობამ დაამტკიცა 723 ველური ცხოველის დახოცვის გეგმა, რომელთა ხორციც ქვეყანაში ძლიერი გვალვის შედეგად დაზარალებულებს გადაეცემა. CNN-ის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს: 30 ბეჰემოთის, 60 კამეჩის, 50 იმპალას, 100 გნუს, 300 ზებრის, 83 სპილოსა და 100 ანტილოპის მოკვლას. ცხოველებს ეროვნულ პარკებში შეარჩევენ, სადაც მათი „მდგრადი რაოდენობაა“, მათი დახოცვით კი პროფესიონალი მონადირეები დაკავდებიან, რომლებთანაც კონტრაქტებს გარემოს დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები გააფორმებენ. სპეციალისტებმა უკვე დახოცეს 157 ცხოველი, რის შედეგადაც 56,8 ტონაზე მეტი ხორცი მიიღეს. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი გეგმა ეროვნულ პარკებში ველური ცხოველების შენარჩუნებაზე გვალვის ნეგატიური გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს.…

მეტი...

დონალდ ტრამპის განცხადებით, მასზე თავდასხმაში გარკვეულწილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან დამნაშავეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მასზე თავდასხმაში დამნაშავე გარკვეულწილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისია. ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკის მიმართ ბაიდენის მწვავე რიტორიკის გამო ესროლეს. მან თეთრი სახლი, ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ თავდასხმის დღეს მის დაცვას საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა უზრუნველყოფდა. „როგორ შეიძლება თქვა, რომ ეს იღბალია, როდესაც გადარჩენის შანსი 20 მილიონიდან 1 იყო. ერთადერთი პოზიცია იყო, რომელშიც შეიძლებოდა ტყვია ამცდენოდა და მე ამ პოზიციაში ვიდექი. ამაში ღმერთის ხელი ურევია, რადგანაც ღმერთს უყვარს ამერიკა და სურს, რომ ჩვენ ქვეყანა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს…

მეტი...

ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გათამაშების საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია – უკრაინული „ჩერკასის“ ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური „კაირათის“ მცველი ლუკა გადრანი. ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი სტუმრად, ალბანეთს შეხვდება. მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი) დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი…

მეტი...

23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცხედარი სოფელ სიმონეთში, შემთხვევით, ნახეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო.

მეტი...

,,პატრიარქის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული” – მეუფე გრიგოლი

,,მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული”, – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი “ოცნების” შეთავაზებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოში უკვე რამდენიმე საათია მაღალი სამღვდელოება სწორედ ამ წინადადებაზე მსჯელობს. შეხვედრა დროზე ადრე დატოვა მეუფე გრიგოლმა, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა მოკლე დროში დაუშვებელია და სერიოზული მსჯელობა სჭირდება. ,,სხდომა გრძელდება, მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, ჩემი აზრი ვთქვი. მე მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული. აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე,…

მეტი...

,,გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს შეტევა ეკლესიაზე” – არჩილ თალაკვაძე

,,ჩვენ გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, რომ კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, შევქმნათ უფრო ძლიერი სტატუსი ეკლესიისთვის”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აკეთებს. ,,ჩვენ გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, რომ კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, შევქმნათ უფრო ძლიერი სტატუსი ეკლესიისთვის, რათა მომავალში ვერავინ ვერ შეძლოს ამ საკითხით მანიპულირება და ვერავინ ვერ შეძლოს შეტევა ეკლესიაზე. ამის გარანტიების გაწერა და ამის გარანტიების შემოტანა კონსტიტუციაში გახლავთ შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი მიმდინარეობს, წინასწარ არ გვსურს ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ განხილვის ეტაპზე. მაგრამ, აუცილებლად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. ის 49 წლის იყო. როგორც გარდაცვლილის შვილი, გიორგი კიპრიტიდი ამბობს, რამდენიმე ხნის წინ მამა ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი კლინიკაში გარდაიცვალა. „ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის კლინიკაში მკურნალობდა. მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აღნიშნა შვილმა. ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი თბილისში ცხოვრობს. ის პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს – აგვისტოს…

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროქტის ფარგლებში, ეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი პოსტ-ოპერაციული სივრცით. შენობები უზრუნველყოფილი იქნება როგორც სავენტილაციო და საკანალიზაციო, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემებით. გარდა ამისა, თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება. აღნიშნული მოწყობის წესი მნიშვნელოვანია დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით. პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პოპულაციის მართვის პროცესს, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის…

მეტი...

მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა

მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ომარ ნოკმა მოგზაურობა ეგვიპტიდან 2024 წლის 8 თებერვალს დაიწყო. ნოკმა გადაწყვიტა, რომ დანიშნულების ადგილამდე, იაპონიამდე საკუთარი მანქანისა და თვითმფრინავის გამოყენების გარეშე წასულიყო. მან, 10 000 მილი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აქლემის გამოყენებითაც კი გაიარა. „ვიფიქრე, რომ ამ მოგზაურობას ფრენის გარეშე გავივლიდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი მენახა, თან აზიაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ“- განაცხადა ნოკმა.

მეტი...

,,დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება” – კირ სტარმერი და ოლაფ შოლცი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, არამედ „ევროპის ყველა ხალხისთვის“. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის „ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით“ უზრუნველყოფას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

მეტი...

ჩეხი ტანმოვარჯიშე ექსტრემალური სელფის გადაღებისას კლდიდან გადმოვარდა

ნატალი სტიხოვა, 23 წლის ჩეხი ტანვარჯიშე კლდიდან გადმოვარდა სელფის გადაღების დროს, ულამაზესი ნოიშვანშტეინის ციხესიმაგრის მონახულებისას. ,,ნატალია სტიხოვა არის ძალიან ცნობილი სპორტსმენი თავის ქვეყანაში, რომელიც ახლახან გახდა პერსპექტიული ახალგაზრდების მწვრთნელი. უბედური შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა, თუმცა გოგონა 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა”, -იტყობინება Daily Mail. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ჩეხურ მედიას ახალგაზრდა ქალის მეგობარმა განუცხადა, რომ იგი ციხის წინ ფოტოს გადაღებას კლდის პირას ძალიან ახლოს ცდილობდა. გოგონა, რომელიც თავის შეყვარებულთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ტრაგიკულად დაიღუპა, შესაძლოა იმიტომ, რომ ზედმეტად დაიხარა ან ფეხი არასწორად დადგა. ,,მძიმე დაზიანებების მიუხედავად, 23 წლის ახალგაზრდა…

მეტი...

ჩეხეთის პროკურატურამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისების გამო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს ბრალი წაუყენა

ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის Help Ukraine დამფუძნებელ ვლადიმირ გერგელს თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. როგორც მედია წერს, გამოძიება ეჭვობს, რომ მან ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივი ცენტრ „როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი 20 მილიონი კრონიდან თანხის ნაწილი მიითვისა. აღნიშნული ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა და ის უკრაინელი ლტოლვილებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩეხეთის ტელევიზიამ გამოარკვია, რომ ფონდი Help Ukraine თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან 15 მილიონი ჩეხური კრონის პირველი ტრანშის მიღებიდან მეორე დღესვე გერგელმა ორი მილიონი კრონი…

მეტი...

,,რუსეთს გაუჭირდება კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება” – CIA-ს დირექტორის მოადგილე

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა განაცხადა, რომ რუსეთს გაუჭირდება კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. ვაშინგტონში დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დევიდ კოენმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში შეჭრის მნიშვნელობა ჯერ კიდევ გასარკვევია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ განაცხადა, რომ არ აპირებს კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის ანექსირებას, უკრაინის ჯარები აგებენ თავდაცვით ხაზებს და, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ შეინარჩუნონ „ამ ტერიტორიის ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში“. „ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი განახორციელებს კონტრშეტევას ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება რუსებისთვის“,…

მეტი...

,,დონეცკის ოლქში ფრონტზე მდგომარეობა უაღრესად რთულია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ფრონტზე მდგომარეობა უაღრესად რთულია, ხოლო კურსკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იზრდება. „პოკროვსკი და სხვა მიმართულებები დონეცკის ოლქში: უაღრესად რთული სიტუაციაა. იქ თავმოყრილია რუსეთის საკვანძო ძალები და ჩვენი თითოეული დანაყოფის გამძლეობა, ოკუპანტის განადგურების უნარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, ყველა მეთაურს, ვინც პოზიციებს იკავებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე განიხილა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის არეალის გაზრდას უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში. დღესაც, როგორც ყოველ დღე, ხდება ჩვენი გაცვლითი ფონდის შევსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 3 სექტემბრამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,…

მეტი...

კობა კობალაძემ და მიხაილო ხარიშინმა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ვეტერანები და მოქალაქეები.…

მეტი...

ქართველი პარასპორტსმენების გამოსვლის განრიგი პარიზის პარალიმპიურ თამაშებში

პარალიმპიურ თამაშებში, ქართველი პარასპორტსმენების გამოსვლა დღეიდან დაიწყება. განრიგი კი ასეთია: 29 აგვისტო პარატაეკვონდო | ლია ჩაჩიბაია (47 კგ), ანა ჯაფარიძე (54 კგ) 12:00 – წინასწარი შეხვედრები 19:00 – ფინალური ბლოკი   30 აგვისტო პარატაეკვონდო | გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) 12:00 – წინასწარი შეხვედრები 19:00 – ფინალური ბლოკი პარასროლა | ვლადიმერ ჭინჭარაული – R4 პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით დასაწყისი – 11:00 პარამძლეოსნობა | დავით ქავთარაძე – F38 – შუბის ტყორცნა დასაწყისი – 12:00   1 სექტემბერი პარამძლეოსნობა | გიგა ოჩხიკიძე – ბირთვის კვრა, F53 დასაწყისი – 12:00 პარასროლა | ვლადიმერ ჭინჭარაული…

მეტი...

,,საქართველოზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა” – ბრაჟე

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამ წუთებში, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. დიპლომატები მსჯელობენ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პასუხი ,,ოცნების” მუქარაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება. ,,ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.

მეტი...

,,უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საკუთარი მიწების გათავისუფლებას ცდილობს, მოკავშირეებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენება არ უნდა შეეზღუდოს. უცხოური მედიის ცნობით, ბორელმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას დახვედრისას გააკეთა. ,,უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ის სრულად უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, საერთაშორისო წესების შესაბამისად,” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...

,,სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომელია უპირველესი” – ბესელია მოსამართლეებს

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ეკა ბესელიამ მოსამართლეთა კოლეგიას დეტალურად გააცნო ის ზიანი, რომელიც უკვე მიადგა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით. მან მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რაც შეუქცევად საფრთხეს ქმნის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მოუწოდა, შეაჩერონ და გააუქმონ ,,ოცნების” მიერ მიღებული აქტის მოქმედება: ,,როდესაც საუბარია რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე, შეჩერების შემთხვევაში თქვენ ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ამაზე ცალსახა პასუხია, რომ – არა. ვის უფლებებს დაიცავთ? ალბათ ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც თავისი ქვეყნის მომავალი გააზრებული და დანახული აქვს ევროპულ ოჯახში… სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი…

მეტი...

იაპონიაში, ტაიფუნის გამო, მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

იაპონიის ხელისუფლებამ ტაიფუნ „შანშანის“ გამო კუნძულ კიუსიუზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ტაიფუნმა ძლიერი ქარისა და წვიმის სახით იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. მან მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზები გამოიყვანა. ასობით ავიარეისი გაუქმდა და მსხვილმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს, რაც კი ოდესმე ამ რეგიონში დაფიქსირებულა. იაპონიის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ყველა ქარხანა გააჩერა. Nissan-მა, Honda-მ და სხვა მწარმოებლებმაც დროებით შეაჩერეს მუშაობა.

მეტი...

ოროპუშის ცხელება – ევროპაში, ახალი ვირუსი გავრცელდა

ოროპუშის ცხელება, ევროპაში, ახალი ვირუსი გავრცელდა. ვირუსის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არსებობს.  რა არის ოროპუშის ცხელება? დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა 2024 წლის 9 აგვისტოს  გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წელს, მარტიდან ივლისამდე, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში გამოვლინდა ოროპუშის ცხელების 19 შემთხვევა: ესპანეთში 12 შემთხვევა, იტალიაში – 5 და 2 – გერმანიაში. ყველა ადამიანი, ვინც დაავადდა, ჩამოვიდა ბრაზილიიდან ან კუბიდან, სადაც ეს ვირუსი 2023 წლის ბოლოდან „დადის“. 2024 წელს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში – ბრაზილია, პერუ, ბოლივია, კოლუმბია და კუბა – დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი დაავადდა ცხელებით, ყველაზე მეტად კი, დაავადება…

მეტი...

,,არ არსებობს არავინ, ვისაც შეიძლება ზიანი მიადგეს თუ ამ აქტს შეაჩერებთ, უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ” – ბესელია საკონსტიტუციოს

,,არ არსებობს არავინ, ვისაც შეიძლება ზიანი მიადგეს თუ ამ აქტს შეაჩერებთ, უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ”, – თქვა საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ. ,,ამ ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირების და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას. სხვათა შორის ეს არის ალბათ ის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ძალიან იოლია ჩვენი მხრიდან დასაბუთება განსაკუთრებით ამ პუნქტის, იმიტომ, რომ არ არსებობს არავინ, ვისაც კი შეიძლება ზიანი მიადგეს თუ კი თქვენ შეაჩერებთ ამ სადაო აქტს, არავინ, უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ, მხოლოდ ვინც ამ კანონს ასე თავგამოდებით და ქვეყნის…

მეტი...