ილია სულმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა . ის ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა. 23 წლის ქართველ ძიუდოისტს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სულმანიძემ მსაჯისგან მესამე გაფრთხილება მიიღო, რამაც ოლიმპიადაზე  მისი ბედი გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი და ვერცხლის მედლები (81 კგ) მოიპოვეს.

 

მსგავსი თემები