,,გერმანია გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული” – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას.

,,ზემოაღნიშნული ცალკეული შემთხვევების გარდა, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული რუსეთისა და ბელორუსის ციხეებში. ეს ჩვენთვის მუდმივად მნიშვნელოვან საკითხად რჩება”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები