საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, გერმანიაში ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ქართველ გულემატკივრებთან მივიდა, სურათები გადაიღო და ავტოგრაფებიც დაარიგა. როგორც ნათია კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, ზივზივაძემ გერმანელ ქომაგებსაც შეაყვარა თავი და მათი უმრავლესობა სტადიონზე ქართველი ფეხბურთელის სახელს სკანდირებს. „არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩვენი განცდილი სიხარული. წლებია ვცხოვრობთ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები დაიბადნენ გერმანიაში არიან საქართველოს ნაკრების და თითოეული ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი. გუშინ გვერგო პატივი მატჩის შემდეგ პირადად გვენახა ბუდუ. ჩვენი ბუდუ ჯერ უკეთილშობილესი ადამიანი და მერე მაგარი ფეხბურთელია აუხდინა ოცნება და დიდი სტიმული მისცა ჩემს ბიჭს(გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელობა).თამაშის შემდეგ…
მეტი...დღე: აგვისტო 28, 2024
“სამზარეულოში ეგდო მკვდარი”- სამმაგი მკვლელობა კახეთში, რას ყვებიან ადგილობრივები
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც. ადგილობრივები სასტიკი დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. ირკვევა, რომ ბრალდებული კაცი წარსულში ცოლზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. „მეუღლემ გახედა, იქნებ რამე უნდაო, მივიდა ნახა და კაცი მკვდარი იყო. მერე გავიგე ზეგანში კაცი მოკლესო და ვიფიქრე, ნეტა ფიქრია სადაა, ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, ვეძახე, და რომ არ გაგვაგონა, დავიწყე ძებნა. გავიხედე სამზარეულოში და ეგდო მკვდარი, სისხლში ცურავდა. არც ჩხუბი გაგვიგია, არც ზედმეტი არაფერი. ეჭვიანია, ადრეც მოუხდათ ეჭვიანობის ნიადაგზე. ახლა გამოვიდა ციხიდან,…
მეტი...„ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას”-ზელენსკი
„ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“რუსეთისთვის კურსკის რეგიონის დაბრუნება ადვილი არ იქნება”- დევიდ კოენი
“უკრაინის ჯარები კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებენ. კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას (ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობდა), მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება “-აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის მოადგილე დევიდ კოენი. კოენმა მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა რუსეთის კურსკის რეგიონში, უკრაინის ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის არმია აპირებს დაიკავოს რუსული ტერიტორია „გარკვეული პერიოდის განმავლობაში”. მისივე განცხადებით, პუტინს მოუწევს „გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.
მეტი...„ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა“- რას წერს არველაძე მამარდაშვილის ტრანსფერზე
შოთა არველაძე „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც არველაძე წერს, მამარდაშვილის ტრანსფერი, ამ თაობის დიდი პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა. „გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების წინ ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში იყო. მამარდამ თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ „ლივერპულის“ დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას…
მეტი...“ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები”- მეუფე იაკობი
„დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები“- ასე მიმართა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბეში მრევლს ქადაგებით ეპისკოპოსმა იაკობმა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. “ჩვენთან რომ არჩევნებია, კი ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი დაძაბულია საზოგადოება. დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები. ამერიკასა და ევროკავშირშიც არიან ჯგუფები, რომელსაც მიზანი აქვთ, რომ თავიანთი ქვეყნის შიგნით თვითონ მართავდნენ და ყოველ სიკეთესთან თვითონ ჰქონდეთ ხლი და საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სჭირდებათ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ძალიან იაფი დაუჯდებათ.…
მეტი...“ივანიშვილს შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება”- სააკაშვილი
„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება – მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მესამე პრეზიდენტი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“. „ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები,…
მეტი...სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს
სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს. ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.
მეტი...უკრაინამ მორიგი იერიში მიიტანა როსტოვის ნავთობბაზაზე
უკრაინულმა ძალებმა დრონებით მორიგი იერიში რუსეთის როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობბაზაზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სამი რეზერვუარი იწვის. ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კიროვის რეგიონის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ნავთობის დეპოზეც. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
მეტი...“ტელეგრამის” შემქმნელს პაველ დუროვს, შესაძლოა ბრალდებები წარუდგინონ
“ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.
მეტი...“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის მიმართ”- გიორგი ზვიადაძე
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავს ახვევს სხვა სამართლებრივ მოდელს. მისივე განმარტებით,ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დღევანდელი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. „მიუღებელია, როდესაც ამ საკითხს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ზოგიერთი ტელევიზია განიხილავს ისეთ კონტექსტში, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ხელისუფლება თავს ახვევდეს სხვა სამართლებრივ მოდელს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, უდიდეს დახმარებას უწევს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ეკლესიას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ურთიერთობა, რაც დღეს არსებობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ამ ხელისუფლების…
მეტი...,,განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა” – შალვა პაპუაშვილი
,,განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. მისი თქმით, ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას. „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა. იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობის და წამების“ სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება…
მეტი...,,დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში” – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს. სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს მინისტრი.
მეტი...,,მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი, მაგრამ ბრიყვი არ ვარ, ყველაფერს ისე დავუჯერო, რასაც გვეუბნებიან” – მეუფე იაკობი
,,მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი. მაგრამ ბრიყვი არ ვარ, რომ ყველაფერს ისე დავუჯერო, რომ თითქოს ყველაფერი ისეა, რასაც გვეუბნებიან”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას. „დასრულდება არჩევნები და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საქართველოა და ქართველები გადავწყვიტავთ საქართველოს ბედს. უცხოეთი შეეცადოს, რომ ნაკლებად ჩაერიოს არჩევნებში. იტყვიან არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება ყველა ქვეყანა ერევა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეტი...გიორგი მამარდაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილი ,,ლივერპულს” შეუერთდა. ცოტა ხნის წინ, მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „მოგესალმებით ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ. სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება…
მეტი...,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ” – ფიშერი
,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ”, – თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა. ,,თუ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მოქალაქეს ხელში ძალაუფლება აქვს. კარგია აქტიურობა, აზრის დაფიქსირება, პოდკასტის შექმნა, სტატიის დაწერა, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაწევრიანება, პრაქტიკული მუშაობის შესრულება, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ დემოკრატიაში საბოლოოდ ჯამში კანონები პარლამენტში იწერება და მთავრობა იმისთვის არის, რომ სახელმწიფო კარგად მართოს. ასე, რომ თუ ნამდვილად გსურთ რაიმეს ცვლილება, ჩაერთეთ პოლიტიკაში, შეუერთდით პარტიებს, შედით პარლამენტში, დაწერეთ კანონები. აი, სად არის ნამდვილი ძალაუფლება. თითოეულ მოქალაქეს,…
მეტი...,,მშობიარობის დროს დაიღუპა ჩვენი ლამაზი მაგდა” – ცნობილია, მშობიარობის დროს დაღუპული გოგონას ვინაობა
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევა კლინიკა ,,გორმედში” მოხდა. დაღუპული 30 წლის მაგდა ბალიაშვილია. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. ,,მაგდააა რამხელა ტკივილი დამიტოვე სულ შენზე ვფიქრობ როგორ მენანები სიტყვები არ მყოფნის რადაგიწერო გული გამეყინა როცა ეს ამბავი გავიგე ადამიანს აგარ ვგავარ. შენი მოციმციმე თვალები როგორ უნდა დავივიწყო”, – წერს ახლობელი გარდაცვლილს ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.
მეტი...გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენის გზაზე სამი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ,,იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას”, – აცხადებს იუსტიცია. იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს
მეტი...,,აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში” – კირბი
,,აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, განახორციელონ თავდასხმა, თუ ამის გაკეთება მოუნდებათ, რის გამოც ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალების პოზიცია რეგიონში“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა. ,,ჩვენი მესიჯი ირანისადმი თანმიმდევრულია. პირველი, არ გააკეთოთ ეს. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რაიმე სახის რეგიონული ომი. და მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით დავიცვათ ისრაელი, თუ საქმე აქამდე მივა“, – დასძინა მან.
მეტი...,,დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან” – მეუფე შიო
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში იქადაგა. მეუფემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეს დიდებული ტაძარი – სიონი თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც. დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველოო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს,…
მეტი...PHOTO: „მამა, მიყვარხარ, მამა“ – ალენ დელონის შვილი მამის ფანებს მსახიობის უკანასკნელ ფოტოებს უზიარებს
ფრანგული კინოს ლეგენდის ალენ დელონის ქალიშვილმა, 33 წლის ანუშკამ ,,ინსტაგრამზე” მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. გოგონამ თაყვანისმცემლებს აჩვენა, როგორ გამოიყურებოდა მსახიობი და სცენარისტი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ერთ-ერთ ფოტოზე ალენ ქალიშვილი მკლავზე ეხუტება. მეორე ფოტო კი სავარაუდოდ, დელონის სიცოცხლის ბოლო დღეებშია გადაღებული. სურათზე ჩანს, როგორ უჭერს ხელს ვარსკვლავი ერთადერთ გოგონას. ,,გულში მეყოლები… მიყვარხარ, იცი, მხოლოდ შენ იცი, რამდენად. ვერასდროს ვიცხოვრებ შენს გარეშე, მე შენ მიყვარხარ და შენ? მამა, მიყვარხარ მამა,“ – წერს ანუშკა. ლეგენდარულ მსახიობს ქალიშვილის გარდა ორი ვაჟი დარჩა: 59 წლის ენტონი და 30 წლის ალენ-ფაბიენი. მსახიობი 88 წლის…
მეტი...ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამხედრო ოპერაციას ატარებს
ისრაელის უსაფრთხოების ძალები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთდროულად რამდენიმე ადგილას კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. BBC-ს ცნობით, შეტევა ერთდროულად 4 ქალაქზე ხორციელდება. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში სულ მცირე 9 პალესტინელი დაიღუპა. „ეს ომია და ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ“, – განცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები სრული ძალით მოქმედებენ და ლტოლვილთა ბანაკებში ტერორისტების ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ახორციელებენ. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანი „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის ხელით დასავლეთ ნაპირზე მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ისრაელის ოპერაცია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა დაგმო.
მეტი...იაპონიას ტაიფუნი „შანშანი“ უახლოვდება
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ამინდის გაუარესების გამო ქვეყანაში უკვე გადაიდო ათობით ავიარეისი. შეზღუდულად მუშაობს ქვეყნის რკინიგზაც. დროებით დაიხურა სტიქიის ზონაში მდებარე ქარხნებიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი „შანშანი“ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს, რის შემდეგაც ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოსკენ გადაადგილდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 200 კილომეტრს გადააჭარბოს.
მეტი...დუბაიში ,,ქოლცენტრების საქმეზე“ ძებნილი ბიზნესმენი დააკავეს
დუბაიში, ევროჯასთის ეგიდით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ალბანელი ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავეს. ის ,,ქოლცენტრების საქმეზე“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. გამოძიების ცნობით, ცეკაი დაკავშირებულია Milton Group-ის თაღლითურ სქემასთან. მას სხვებთან ერთად ბრალი ედება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის თაღლითური გზით მილიონობით ევროს გამოძალვაში. ინტერნეტ რესურებში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერლანდ ცეკაი ალბანეთში პირადად კურირებდა არაერთ ქოლცენტრს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ჰქონდა თბილისშიც. შეგახსენებთ, რომ Milton Group-ის ტრანსნაციონალურ დანასაულებრივ სქემას საგამოძიებო ფილმი მიუძღვნა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. BBC სქემის ჩრდილოვან მართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ასახელებს და მას “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებს.
მეტი...იტალიაში მეწყრის დროს დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ
იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ. Reuters-ის ცნობით, 70 წლის ქალი და მისი 40 წლის ვაჟი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული. კაზერტის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
მეტი...,,დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს” – სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს. როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ცნობების იმის შესახებ, რომ კიევი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმებისთვის დასავლეთისგან ნებართვას ითხოვს, „შანტაჟია“. „ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ დასავლეთს ესკალაციის თავიდან არიდება სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ეშმაკობაა. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან არიდება, დასავლეთი უსიამოვნებებს ეძებს. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა ლავროვმა. მან დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ რუსეთი საკუთარი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას ახდენს და მოუწოდა, ცეცხლს არ ეთამაშონ.
მეტი...მექსიკამ აშშ-ისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობები შეაჩერა
მექსიკამ შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გააკეთა. მიზეზი ამერიკის ელჩისა და კანადის დიპლომატიური მისიის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის გაკრიტიკება გახდა. მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონი და ოტავა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და მექსიკის სუვერენიტეტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
მეტი...ძლიერი ტაიფუნი და მეწყერი იაპონიაში
იაპონიაში ძლიერმა ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კუნძულ კიუშუს. ამ დრომდე ეძებენ 3 დაკარგულს. ადგილობრივმა მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. სტიქიის ზონაში გაუქმებულია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ავიარეისები.
მეტი...ნახეთ, რა საჩუქარი გაუკეთა ლაშა ბექაურმა ილია სულამანიძეს
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მის მეგობარს და სპორტსმენ ილია სულამანიძეს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა და მანქანა აჩუქა. ,,მეც მინდოდა ჩემი ძმაკაცისთვის გამეკეთებინა საჩუქარი. გილოცავ ძმაო, სულ მწვანეზე გევლოს”, -ამბობს ლაშა.
მეტი...აქლემები – გემები – მატარებელი – ,,აბრეშუმის გზის” სარგებელი, ფორუმი ჩინეთში (ვიდეო)
,,უკანონოდ დანიშნულმა ჯეკ სმიტმა სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, ეს არის არჩევნებში ჩარევის მცდელობა” – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე მის მიმართ ხელახლა წარდგენილ ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებს. „უკანონოდ დანიშნულმა „სპეციალურმა მრჩეველმა“, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ყველა ის პრობლემა, რაც ძველ საბრალდებო დასკვნას ჰქონდა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. ეს არის არჩევნებში ჩარევის და ამერიკელი ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ კატასტროფებისგან, რომლებიც კამალა ჰარისმა მოუტანა ჩვენს ერს, როგორიცაა მიგრანტთა დანაშაული, ყოვლისმომცველი ინფლაცია, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და სხვა“, – წერს ტრამპი.
მეტი...კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კრივი რიჰში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. სასტუმროს ნანგრევებში, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისათვის, ცნობილია 3 დაღუპულის შესახებ. თავდასხმის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
მეტი...ტრამპს ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს. სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას, თუმცა ამსუბუქებს მათ ნაწილს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტი აქვთ. „როიტერის“ ცნობით, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია.
მეტი...ინდოეთში მასშტაბური აქციები იმართება ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ
ინდოეთში პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სამშაბათს აღმოსავლეთ ქალაქ კოლკატაში აქციაზე გამოვიდნენ. აქციები ქალაქის საავადმყოფოში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურობისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო. სამშაბათს ათასობით ადამიანი გაემართა კოლკატაში მთავრობის შენობისკენ, დასავლეთ ბენგალიის მთავარი მინისტრის, მამატა ბანერჯის გადადგომის მოთხოვნით. დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. საქმე გამოსაძიებლად ცენტრალურ ბიუროს გადაეცა ადგილობრივი პოლიციის ნელი პროგრესის კრიტიკის შემდეგ. ექიმის ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა, გაკვეთამ დაადასტურა სექსუალური ძალადობა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეტაკება, სამართალდამცავებმა ხელკეტები გამიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. პოლიციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად…
მეტი...იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს
თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო. შსს-მ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეტი...